გაქურდული საცხოვრებელი სახლები, სასურსათო მაღაზიები და საბავშვო ბაღი-ლანჩხუთში ქურდობებმა იმატა
ავტორი: გურიის მოამბე
გაქურდული საცხოვრებელი სახლები, სასურსათო მაღაზიები და საბავშვო ბაღი-ლანჩხუთში ქურდობებმა იმატა

ბოლო პერიოდში ისევე როგორც მთლიანად საქართველოში, გურიაშიც კრიმინალი საგრძნობლად არის გაზრდილი. 

მასიური სახე მიიღო უკვე სასურსათო მაღაზიების და საცხოვრებელი სახლების გაქურდვამაც, საიდანაც ძირითადად საკვები პროდუქტები და საყოფაცხოვრებო ნივთებს იპარავენ. 

დაახლოებით 10 დღის წინ, სოფელ ჭანიეთში ორჯერ გაქურდეს მაღაზია, გასულ კვირას ქურდობა მოხდა ნატანებშიც, სადაც სასურსათო მაღაზიიდან დაახლოებით 700 ლარი წაიღეს, როგორც მისი მეპატრონე ჩვენთან საუბარში აცხადებს, მაღაზია რამდენჯერმე გაქურდეს და ამ დრომდე არ არის დაკავებული არც ერთი დამნაშავე. 

რაც შეეხება სოფელ შემოქმედს, სოფლის ცენტრში მდებარე სუპერმარკეტში გუშინ ხელყუმბარა შეაგდეს, მანამდე კი, როგორც ჩვენთვის ხდება ცნობილი, მაღაზიის მეპატრონე გაქურდეს. 

ასევე ქურდობა მოხდა სოფელ ლიხაურშიც. 

გარდა ოზურგეთისა, მძიმეა კრიმინოგენური ვითარებაა ლანჩხუთში. რამდენიმე სახლისა და მაღაზიის გაქურდვასთან ერთად, ქურდებმა უკვე საბავშვო ბაღის საწყობში გადაინაცვლეს, საიდანაც საკვები პროდუქტები წაიღეს. 

მომხდარს "გურიის მოამბესთან" "ევროპული საქართველოდან" ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატი, ირაკლი მარშანიშვილი აფასებს და აცხადებს, რომ მოსახლეობა შიმშილის ზღვარზეა და ეს გაზაფხულზე უფრო მეტად იჩენს თავს:

"კრიმინალმა მოიმატა ლანჩხუთში, რამდენიმე დღის წინ ზედიზეთ რამდენიმე ქურდობა მოხდა, სოფელ ჩოჩხათში გაქურდეს 2 საცხოვრებელი სახლი და 1 სასურსათო მაღაზია, 1 მაღაზიის გაქურდვა სცადეს, ამ ყველაფერთან ერთად გაქურდეს სოფელ ჩოლობარგის საბავშო ბაღი და წაიღეს პროდუქტი, ხალხი შიმშილის ზღვარზეა და თუ რა შეუძლია მოსახლეობის მშიერ კუჭს მაგას ამ გაზაფხულზე დაინახავს "ქართული ოცნება"-გვეუბნება მარშანიშვილი.

'.$TEXT['print'].'