"სააკაშვილის ამბები ერთი იაფფასიანი კომედიური ჟანრის სერიალისთვის გამოდგება“
ავტორი: გურიის მოამბე
"სააკაშვილის ამბები ერთი იაფფასიანი კომედიური ჟანრის სერიალისთვის გამოდგება“

„მიხეილ სააკაშვილის ამბები ერთი იაფფასიანი კომედიური ჟანრის სერიალისთვის გამოდგება“ - ამბობს ბესელია და დასძენს, რომ „სააკაშვილის ამბები არც პოლიტიკაა, არც - სერიოზული ქმედება. ეს აღარ არის არც სასაცილო". 

 

შეგახსენებთ, 12 თებერვალს, საქართველის მესამე პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი და პარტია "ახალი ძალების მოძრაობის" ლიდერი მიხეილ სააკაშვილი, კიევში, რესტორან "სულგუნში" უკრაინის სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლებმა აიყვანეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. მოგვიანებით, უწყებამ ოფიციალური განცხადება გააკეთა, რომ სააკაშვილი პოლონეთში გააძევეს, საიდანაც პასპორტის გარეშე გადაკვეთა უკრაინის საზღვარი. სააკაშვილი პოლონეთში იმყოფება.

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი, საქართელოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უკრაინიდან გაძევებას ეხმაურება. მისი თქმით, როგორც ქართველისა და პოლიტიკოსისთვის უაღრესად შეურაცმყოფელია რაც ოლიგარქ პოლოშენკოს რეჟიმის მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტზე განხორციელდა.

"მიუხედავად მიხეილ სააკაშვილის მიმართ ჩემი დამოკიდებულების უცვლელობისა,დაკავება- დეპორტაციის ის ფორმა, რაც გუშინ ოლიგარქ პოროშენკოს რეჟიმის მიერ განხორციელდა საქართველოს ექსპრეზიდენტზე, ჩემთვის როგორც ქართველისა და პოლიტიკოსისთვის უაღრესად შეურაცმყოფელია" - აცხადებს შალვა ნათელაშვილი.

'.$TEXT['print'].'