ლანჩხუთში ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა
ავტორი: გურიის მოამბე
ლანჩხუთში ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა

გასულ კვირას ლანჩხუთში, სოფელ  გვიმბალაურში ხანძრის შედეგად ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა. 

ჭკუასელების საცხოვრებელ სახლს ცეცხლი ადრე დილით, სავარაუდოდ დაზიანებული ელექტროსადენიდან გაუჩნდა. იმ დროს სახლში იმყოფებოდნენ ოჯახის წევრები, თუმცა მათ დროულად გამოსვლა მოასწრეს. მომხდარის შედეგად არავინ არ დაშავებულა. 

დაზარალაბულები ამჟამად მეზობლის სახლში ცხოვრობენ: "მეზობელმა ათხოვა საცხოვრებელი სახლი და იქ ცხოვრობენ ახლა. 5 სულიანი ოჯახია, აქედან ერთია მცირეწლოვანი. ორი სტუდენტი. სახლი მთლიანად დაიწვა. ვერაფრის გადარჩენა ვერ შეძლეს. ჭურჭელიც კი არ დარჩათ"-გვითხრეს მერიის პრესსამსახურში. 

მათივე ინფორმაციით, ჭკუასელებს ადგილობრივი ბიუჯეტიდან მერია გარკვეულ თანხას გამოუყოფს. ასევე დაეხმარებიან სამშენებლო მასალებითა და სახურავით.  

 

 

'.$TEXT['print'].'