სააკაშვილი "ოცნებაზე"-ესენი არიან იმპოტენტები, რომლებიც ვერაფერს ვერ აკეთებენ
ავტორი: გურიის მოამბე
სააკაშვილი "ოცნებაზე"-ესენი არიან იმპოტენტები, რომლებიც ვერაფერს ვერ აკეთებენ

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მის უკრაინიდან პოლონეთში ექსტრადაციასთან დაკავშირებით ადგილობრივი პოლიტიკოსებისა და ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებს აფასებს და მათ იმ დროს ახსენებს, როცა "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში იყო:

"ჯერ ერთი მეასდი გააკეთეთ იმის, რაც მე გამიკეთებია და მერე ილაპარაკეთ ჩემზე. ეს უწიგნურები არ იყვნენ იმაზე რომ დამცინოდნენ, ახალ პროექტებს რომ ვაკეთებდი? ესენი არიან იმპოტენტები, რომლებიც ვერაფერს ვერ აკეთებენ. იძახიან-სააკაშვილი წარსულია. უკაცრავად, მე ჩემს მეგობრებთან ერთად არა თუ მარტო სახელმწიფო შევქმენი, არამედ ეკონომიკაც, ინფრასტრუქტურა, ცხოვრებაც.

დაგავიწყდათ ჭაობში რომ იყავით? შიმშილით რომ იხოცებოდით? სიბნელეში რომ იჯექით? ჩემს დროს საქართველოს ჰქონდა მომავალი და პერსპექტივა. ესენი რისი გამკეთებლები არიან? ივანიშვილმა ერთადერთი რაც ქნა, იყიდა თითქმის მთელი პოლიტიკური სპექტრი და ქვეყანა წაიყვანა უკან. რაც მან ფულები დახარჯა შანტაჟზე, მოსყიდვაზე, ათას სისულელესა და სიბინძურეზე შედეგი რა მიიღო? მოკლეს ის სახელმწიფო ინსტიტუტეტბი, რაც მე შევქმენი.

ქვეყანა გაივსო კიკუებით. წარსული დაბრუნდა დროებით ქვეყანაში და როცა ვინმე მაქ იმაზე მეტს, ან იმდენს შექმნის, რაც მე გამიკეთებია მერე ილაპარაკოს ჩემზე, როგორც წარსულზე. ივანიშვილი იმდენად პატარა და ჯუჯაა, უნდა ეს ქვეყანაც მის დონეზე დაიყვანოს. კაცი დადის და ხეებს თხრის ქვეყანაში და მიაქვს მის ეზოში, მე შეიხის ნაჩუქარი პალმები ბათუმში ჩავიტანე და იქ დავრგე."-განცახადა მიხეილ სააკაშვილმა რუსთავი ორის გადაცემა 'არჩევანში".  

'.$TEXT['print'].'