"ბიძინა ივანიშვილი ან ყიდულობს ამომრჩეველს ან ატყუებს, ან აშინებს"...
ავტორი: გურიის მოამბე
"ბიძინა ივანიშვილი ან ყიდულობს ამომრჩეველს ან ატყუებს, ან აშინებს"...

მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადებას ექსპერტების მხრიდან შეფასებები მოჰყვა და მათი პროგნოზით პარტიები ვერ შეთანხმდებიან. ამის შესახებ დემოკრატიული მოძრაობის პოლიტიკური მდივანი გიგლა ბარამიძე შეფასებას აკეთებს:

"გამაღიზიანებელია ქართველი ვაი-ექსპერტების გაცხადებული მოსაზრებები, თითქოს დამოუკიდებლობას რომ ინარჩუნებენ და ამ დროს ბიძინა ივანიშვილს თვალებში შესციცინებენ. ამ ექსპერტებს თუ მოუსმენთ ოპოზიციური პარტიები არ არსებობენ და მათ ნულოვან პარტიებად მოიხსენიებენ. ნულოვანი პარტიები მხოლოდ იმიტომ არიან, რომ არჩევნებზე ბიძინა ივანიშვილი ან ყიდულობს ამომრჩეველს ან ატყუებს, ან აშინებს რონ სოციალურს მოუხსნის და დანარჩენ შედეგებს აყალბებს. ეს ძალიან კარგად იციან ამ ვაი ექსპერტებმა. ვინ დაარქვა მათ საერთოდ ექსპერტები, ან როდის დაირქვეს რომ ექსპერტები არიან. გადაავლონ თვალი ვინ არიან პოლიტსაბჭის ლიდერები, ეს ის ხალხია, რომლებიც თავიდანვე ეროვნულ მოძრაობას ედგნენ სათავეში და იბრძოდნენ ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ჩვენი ვითომ ექსპერტებს ჭიანჭველის ოდენა წონა არ ჰქონდათ საზოგადოებაში. საერთოდ მათი არსებობის შესახებ ორმა კაცმაც, რომ არ იცოდა. ამიტომ მოყუჩდნენ, დაოკდნენ და სანამ იპოზიციურ პარტიებზე რამეს იტყვის კარგად დაფიქრდნენ, ვისზე ლაპარაკობენ ეს ორ შაურად მიყიდული ექსპერტები". - აცხადებს გიგლა ბარამიძე.

'.$TEXT['print'].'