სარეზერვო ფონდიდან გაცემული ათი ათასობით ლარის ერთჯერადი დახმარებები-მერიისა და გამგეობის სოცპოლიტიკა
ავტორი: გურიის მოამბე
სარეზერვო ფონდიდან გაცემული ათი ათასობით ლარის ერთჯერადი დახმარებები-მერიისა და გამგეობის სოცპოლიტიკა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და მერიის სარეზერვო ფონდიდან გასულ წელს ასი ათასობით ლარია დახარჯული.

აქედან უმრავლესობა ერთჯერად ფულად დახმარებებზე მოდის.

მაგალითად მუნიციპალიტეტის გამგეობამ ერთი წლის განმავლობაში 131 ათას 647 ლარი სწორედ სარეზერვო ფონდიდან გასცა და მათ შორის მედიკამენტებით უზრუნველყოფაზე, სამედიცინო დაწესებულებებში გადარიცხვაზე, სწავლის საფასურის დაფინანსებასა და სოციალურად შეჭირვებული ოჯახისთვის მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდაზეც კი. 

რაც შეეხება ქალაქის მერიას, იქ ერთი წლის განმავლობაში ასი ათასობით ლარი გახარჯული და აქედან უმეტესი ნაწილი მხოლოდ ერთჯერადად გაცემულ დახმარებებზე გადის. 

ასევე, მარტო გასული წლის ოქტომბრის თვეში  4878, 7 ლარი სამედიცინო მომსახურებისთვისაა გაცემული. თუმცა, რამდენად მიზანმიმართული იყო აღნიშნული თანხების ხარჯვა და რეალურად გაიცემოდა თუ არა იმ კატეგორიაზე, რომლისთვისაც ხელისუფლების დახმარება ხშირ შემთხვევაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო, ამის გარკვევა მედიისთვის არც თუ ისე მარტივი საქმეა, რადგან მათი ვინაობები მკაცრად არის გასაიდუმლოებული.

გთავაზობთ გასული წლის სარეზერვო ფონდიდან გაცემული თანხების გრაფიკს:

 

 

***

'.$TEXT['print'].'