მოსახლეობამ ოზურგეთი-ლანჩხუთის საავტომობილო გზა გადაკეტა
ავტორი: გურიის მოამბე
მოსახლეობამ ოზურგეთი-ლანჩხუთის საავტომობილო გზა გადაკეტა

სოფელ ნინოშვილის მონაკვეთზე, მოსახლეობამ საავტომობილო გზა გადაკეტა.

სოფელ ნინოშვილის, იანეთის და გულიანის მოსახლეობამ ამ წუთებში გზა გადაკეტა. მოსახლეობა ცემენტოვან გზაზე დიდი გაბარიტების თვითმცლელების მოძრაობას აპროტესტებენ.

მათი განცხადებით, თვითმცლელები, რომლებსაც ინერტული მასალები გადააქვთ, ზიანს აყენებენ გზის გასწვრივ მყოფ საცხოვრებელ სახლებს და საფრთხეს უქმნიან მოსახლეობას.

'.$TEXT['print'].'