რატომ არ მიეწოდება ოზურგეთს წყალი
ავტორი: გურიის მოამბე
რატომ არ მიეწოდება ოზურგეთს წყალი

ორი საათია ოზურგეთის მოსახლეობას სასმელი წყლის მიწოდება შეუწყდა. 

ამის მიზეზად კი გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში მთავარ წყალსადენზე შუქის გამორთვას ასახელებენ: 

"შუქი არ არის და ამიტომ არ არის წყალი. ჩვენი მხრიდან არანაირი პრობლემა არ არის"-გვითხრა ლევან აფხაზავამ"

"ენერგო პრო ჯორჯიაში" გვეუბებიან, რომ ყაზბეგის ქუჩაზე ამჟამად გეგმიური სამუშაოები მიმდინარეობს და ამან გამოიწვია მოსახლეობისთვის წყლის მიწოდების შეწყვეტა: 

"ყაზბეგის ქუჩაზე მიმდინარეობს გეგმიური სამუშაოები. გამორთულია მეშვიდე ფლიგელი, საიდანაც ხდება მთავარი სათავისთვის ელექტროენერგიის მიწოდება. საღამოს 17 საათისთვის ჩაირთვება შუქი"-გვითხრეს ენერგოკომპანაში. 

 

'.$TEXT['print'].'