"ნუთუ ასე დაბნელდა მსოფლიო, რომ სააკაშვილისთვის ვერ მოუვლიათ?!"
ავტორი: გურიის მოამბე
"ნუთუ ასე დაბნელდა მსოფლიო, რომ სააკაშვილისთვის ვერ მოუვლიათ?!"

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში, რესტორან "სულგუნში" სადილობისას დააკავეს და რეადმისიით პოლონეთში დააბრუნეს.

როგორც სააკაშვილმა გუშინ პოლონეთში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, უკრაინიდან მისი გაძევება არ შეიძლება, რადგან ეს ყველა მოქმედი იურიდიული ნორმის დარღვევაა. მას უკრაინაში დაბრუნება და იქ გასამართლება სურს.

როგორ აფასებთ მიხეილ სააკაშვილის უკრაინიდან პოლონეთში დეპორტაციას? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

რეზო მიშველაძე (მწერალი): "სამივე მხარე, პირველ რიგში, ამერიკა, უკრაინა და საქართველო, გულმოდგინედ ცდილობენ, რომ სააკაშვილისგან გმირი გააკეთონ. ეს არის გამოთაყვანებული მსოფლიოს ახალი ხრიკი, რომ გამძაფრებული პოლიტიკური ვნებებისა და მსოფლიო შიმშილისგან, რაც ყველაზე მეტად საქართველოს დაეტყო, ყურადღება გადაიტანონ მიხეილ სააკაშვილზე, თითქოსდა ის არის ახლა მსოფლიოს ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა, თუ სად იქნება გაკოტრებული პოლიტიკოსი, საკმაოდ გაუწონასწორებელი პიროვნება მიხეილ სააკაშვილი.

"სისულელეთა ჯაჭვი იყო: ჯერ სააკაშვილისთვის მოქალაქების ჩამორთმევა, მერე სააკაშვილის პოლონეთის საზღვარზე ძალით ჩაყვანა, შემდეგ მისი ორი სასამართლო, რაც ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს და ახლა სასცილოზე სასაცილოა მისი რესტორან "სულგუნიდან" პირდაპირ პოლონეთში ექსტრადირება. რა არის, რა ხდება, ნუთუ ასე დაბნელდა მსოფლიო, რომ სააკაშვილისთვის ვერ მოუვლიათ?!"

თაკო ჩარკვიანი (პუბლიცისტი): "ყველაფერს ცოტა სხვა ფორმით ვუყურებ. ვივიწყებ ხოლმე იმ მომენტს, რომ მიხეილ სააკაშვილთან ძალიან სერიოზულ ოპოზიციაში ვიყავი. ამ დაკავებით თუ დეპორტაციით თუ რუსეთის ადმინისტრაცია იხეირებს, მაშინ ეს ჩემს სამშობლოს არ აწყობს".

 

 

'.$TEXT['print'].'