საკრებულოს თავმჯდომარის მიერ საკრებულოს გვერდის ავლით მიტაცებული ქონება
ავტორი: გურიის მოამბე
საკრებულოს თავმჯდომარის მიერ საკრებულოს გვერდის ავლით მიტაცებული ქონება

სად გაქრა შრომის ყოფილი კოლმეურნეობის ზღვისპირა ზოლში არსებული მიწები? ვინ და როგორ მიითვისა ჰექტარნახევარი ნაკვეთი ზღვის პირას?
როგორ და რატომ დარჩა კურორტი ურეკი ტროტუარების გარეშე?


ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აგრარულ საკითხთა, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიამ 21.10.2016 წელს გამართულ სხდომაზე განიხილა ამავე მუნიციპალიტეტის გამგებლის პროექტი - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივა¬ტიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ.

ამავე სხდომაზე კომისიამ მიიჩნია, რომ საპრივატიზაციო ქონების ნუსხიდან ამოღებულიყო ცხრა ნაკვეთი: დაბა ურეკი - 26.28.13.253; 26.28.13.254; 26.28.13.255; 26.28.12.682; 26.28.12.681; დაბა ნასაკირალი - 26.29.25.078; გურიანთის ადმინისტრაციული ერთეული - 26.06.24.182;  ცხემლის¬ხიდის ადმინისტრაციული ერთეული - 26.10.18.107; 26.20.18.108;  დვაბზუს ადმინის¬ტრაციული ერთეული - 26.1916.083. კომისის აზრით ამ ნაკვეთების გასხვისებასთან დაკავშირებული საკითხების საჭიროებდა დამატებით გამოკვლევას. შედეგად ამ ნაკვეთების გასხვისებაზე და საკრებულოს დღის წესრიგში ამ საკითხის შეტანაზე არც საკრებულოს ბიუროს არ უმსჯელია. ასევე ამავე საკითხზე არ უმსჯელია ოზურგეთის საკრებულოს თავის 2016 წლის 02 ნოებრის სხდომაზე, რაც თვალნათლივ ჩანს საკრებულოს ხდომის #18 ოქმიდან.
მიუხედავად ამისა საკრებულოს თავმჯდომარემ ამავე 2016 წლის 2 ნოემბერს გამოსცა განკარგულება #59, რომლის მიხედვითაც დამტკიცდა გასასხვისებელი ნაკვეთების ნუსხა,  რომელშიც შევიდა 19 ერთეული მიწის ნაკვეთი, მათ შორის ოთხი ისეთი ნაკვეთი, რომლის ნუსხიდან ამოღებასაც ითხოვდა აგრარულ საკიხთა კომისია, ხოლო დანარჩენებთან მიმართებაში არც საკრებულოს ბიუროს და არც თავად საკრებულოს არ უმსჯელია.

ცხრამეტივე მიწის ნაკვეთი დაჩქარებული წესით რამდენიმე დღეში უკვე 2016 წლის 7 ნოემბერს მუნიციპალიტეტმა გასაყიდად  აუქციონზე გამოიტანა,  ამ ნაკვეთებიდან 4 ნაკვეთი შეიძინა საკრებულოს თავმჯდომარის სიძემ ბახვა ჩხარტიშვილმა, კერძოდ:

ნაკვეთი საკადასტრო კოდით 26.34.01.277 - დაბა ურეკის მიმდებრედ შრომის ტერიტორია (ჩირეში), ზღვიდან 300 მეტრში,  მიწის ფართობი - 5 650 კვადრატული მეტრი, ნაკვეთის აუქციონზე გასაყიდი ფასი 1 კვ/მ -30 თეთრი;

ნაკვეთი საკადასტრო კოდით  26.02.10.096 - სოფელი  შრომა, უძრავი ქონება ფართობი 9 300 კვ/მ, აუქციონზე საწყისი ფასი 1 კვ/მ - 30 თეთრი;

ნაკვეთი საკადასტრო კოდით  26.28.13.255 - დაბა ურეკი  – 70 კვ.მ მიწის ფართობი - სანატორიუმ „კოლხიდას“ მიმდებარედ ტროტუარის ნაწილი და მრავალწლიანი ფიჭვნარი;

ნაკვეთი საკადასტრო კოდით  26.28.12.682 – 40 კვ.მ მიწის ფართობი - ყოფილი სანატორიუმ „მთის ბროლის“ მიმდებრე ტროტუარი;

მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ნაკვეთები სარეალიზაციოდ ისე გამოვიდა და გაიყიდა, რომ საკრებულომ თავმჯდომარემ არ გაითვალისიწინა საკრებულოს აგრარული კომისიის პოზიცია და ამასთანავე გადაწყვეტილება ბიუროს და საკრებულოს გვერდის ავლით მიიღო. ასევე აღნიშნული ნაკვეთების გასხვისებაზე არ უმსჯელია საკრებულოს ბიუროს თავის 2016 წლის 01 ნოებრის სხდომაზე და ამავე ნაკვეთების გასხვისებაზე არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია თავად საკრებულოს.
„გურიის მოამბე“ დაუკავშირდა უძრავი ქონების ესპერტ შემფასებლებს, რომელთა განმარტებით, 30 თეთრად გაყიდული მიწის მიმდებარედ მიწის ნაკვეთის საბაზრო ფასი 70-დან 100 ლარამდე მერყეობს, რაც იმას ნიშნავს, რომ მუნიციპალიტეტის მხრიდან ქონების გაყიდვა და მუნიციპალიტეტის  საკრებულოს თავმჯდომარესთან დაახლოებული პირის მიერ მათი შეძენა ძალიან საეჭვო ხასიათს ატარებს. ვინაიდან როგორც ირკვევა საკრებულოს თავმჯდომარემ თავის სიძეს კანონის დარღვევით,  კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების გვერდის ავლით, დიდი ოდენობით უძრავი ქონება არსებულ ფასებზე დაახლოებით 200-ჯერ იაფად მიყიდა.

ეს ეჭვი განსაკუთრებით ძლიერდება ისეთ პირობებში, როცა აუქციონები არა ელექტრონული ფორმით, არამედ პირდაპირ მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილმა კომისიებმა ჩაატარეს, რა შემთხვევაშიც აუქციონზე ნივთის შემძენის იდენტიფიცირება ადვილად ხდება და გამსხვისებლისათვის არასასურველ შემძენზე ზეწოლის განხორციელება ძალიან მარტივადაა შესაძლებელი.  დიდი ალბათობით,  აუქციონში ნონაწილე და 30 თეთრად ზღვის პირას მიწის შემძენის მსურველები მრავლად იქნებოდნენ მაგრამ, როგორც წესი ჩალის ფასად სახელმწიფო ქონების შეძენას და მხოლოდ მუნიციპალიტეტის მაღალი თანამდებობის პირების ახლობლები ახრხებენ.

ზემოხსენებულიდან გამომდინარე სამართა¬ლდამცავი ორგანოები აუცილებლად უნდა დაინტერესდნენ და შეამოწმონ საკრებულოს თავმჯდომარის დავით დარჩიას მიერ 2016 წლის 02 ნოემბერს მიღებული #59 დადგენილების კანონიერება, რადგანაც ამ შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარის მოქმედება აშკარად ატარებს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს.

************************

************************

************************

************************

************************

************************

************************

************************

************************

************************

'.$TEXT['print'].'