"ნაციონალური მოძრაობა" ახლა ხედავს პრობლემებს, როცა ოპოზიციაშია"
ავტორი: გურიის მოამბე
"ნაციონალური მოძრაობა" ახლა ხედავს პრობლემებს, როცა ოპოზიციაშია"

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველშვილი პალიტრა ნიუსთან ინტერვიუში აცხადებს, რომ 2012 წლიდან გირგვლიანის თემა საქართველოს ახალი ხელისფლების დღის წესრიგიდან გაქრა. მისივე განცხადებით, ის იმედოვნებდა, რომ ხელისუფლების შეცვლასთან ერთად, სასამართლო სისტემაში ის ადამიანებიც შეიცვლებოდნენ, რომლებიც სანდრო გირგვლიანის (და არა მარტო მის) თემასთან იყვნენ კავშირში. ვინც უსამართლოდ გამოიტანა განაჩენები და ისინი ახლაც არიან ამ სისტემაში. პრეზიდენტი აბობს, რომ ოპოზციაში ყოფნის დროს, ახალანდელი ხელისუფლება კარგად ხედავდა პრობლმებს, თუმცა თანამდებობებმა და სკამებმა მათი ხედვა შეცვალეს. ,,ასევეა ნაციონალური მოძროაბაც", ისინი ახლა ხედავენ პრობლემებს, როცა ოპოზიციაში არიან, თუმცა ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ვერ ხედავდნენ იმას, რასაც თვითონ აკეთებდნენ და რის გამოც ახლა აკრიტიკებენ ხელისუფლებას, როგორც ჩანს, სკამები ყველაფერს ცვლის".-აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.

მისი თქმით, არნახული სულიერი და ემოციური გაერთიანება რომ რამეში მაინც იპოვნოს მმართველმა გუნდმა და რაღაცაში მართლა მიაღწიონ წარმატებას, რაღაც სიმაღლე აიღონ ერთად, ეს არის ვეტოს დაძლევა. სულ ასე ხდება, ვისაც ახსოვს საკონსტიტუციო ცვლილებების ისტორია, ეროვნული ბანკის ვეტო... იძლეოდა ვეტო და მერე ჩემს შენიშვნებს გადაწერდნენ ლამაზი ხელით და ისევ იმ კანონს ცვლიდნენ.

'.$TEXT['print'].'