მიხეილ სააკაშვილს ევროკავშირში ცხოვრებისა და მუშაობის უფლება მისცეს
ავტორი: გურიის მოამბე
მიხეილ სააკაშვილს ევროკავშირში ცხოვრებისა და მუშაობის უფლება მისცეს

მიხეილ სააკაშვილს ევროკავშირში ცხოვრებისა და მუშაობის უფლება მისცეს. დოკუმენტი საქართველოს მესამე პრეზიდენტს ჰოლანდიის სამთავრობო უწყებებმა დღეს გადასცეს. ინფორმაცია ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე, თავად გაავრცელა.

მიხეილ სააკაშვილი ვარშავადან ჰოლანდიაში დღეს ჩავიდა. უკრაინის მიერ მოქალაქეობის ჩამორთმევის შემდეგ ეს ერთადერთი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტია, რომელიც ახლა მას აქვს. სააკაშვილი ამბობს, რომ ამის მიუხედავად გააგრძელებს ბრძოლას უკრაინის მოქალაქეობის დასაბრუნებლად.

'.$TEXT['print'].'