ჭაბუკთა შორის ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ჩემპიონები ოზურგეთელი სპორტსმენები გახდნენ
ავტორი: გურიის მოამბე
ჭაბუკთა შორის ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ჩემპიონები ოზურგეთელი სპორტსმენები გახდნენ

ჩემპიონატს, რომელსაც ოზურგეთი 2 დღის განმავლობაში მასპინძლობდა, გამარჯვებულები ჰყავს. 
ჭაბუკთა შორის ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატის ფინალური შეხვედრები ოზურგეთის სპორტულ კომპლექსში ჩატარდა. 
92 კგ. წონით კატეგორიაში პირველობა არავის დაუთმო ოზურგეთელმა ცოტნე ცინცაძემ, ხოლო 51 კგ. წონით კატეგორიაში ასევე ოზურგეთელმა გიორგი თოხაძემ.
110 კილოგრამიანებში მე-2 ადგილზე ოზურგეთელი კუკური ბარბაქაძე გავიდა.
45 კგ. წონით კატეგორიაში მე-3 ადგილის მფლობელი კახა ძირკვაძე გახდა. 
48 კგ. წონით კატეგორიაში მე-2 ადგილი გოჩა ირემაძემ, მე-3 სერგო საკისიანმა და დათა ურუშაძემ მოიპოვეს. 
გამარჯვებული სპორტსმენებისგან ჩამოყალიბებული ნაკრები გუნდი საქართველოს ღირსებას ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე დაიცავს. 
საპრიზო ადგილებზე გასული სპორტსმენები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ, ვიცე-მერმა ალექსანდრე სურგულაძემ და ოლიმპიური კომიტეტის გურიის ორგანიზაციის თავმჯდომარე - ლაშა ლომაძემ თასებითა და დიპლომებით დააჯილდოვეს. 
ჩემპიონატში მონაწილეობა 210-მა სპორტსმენმა მიიღო. 
აღნიშნული ჩემპიონატი საქართველოს ჭიდაობის ფედერაციისა და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ასევე, ა (ა) ი.პ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების მხარდაჭერით იმართება. 

'.$TEXT['print'].'