ანასეულში ჩაის ფაბრიკა გაქურდეს (ექსკლუზივი)
ავტორი: გურიის მოამბე
ანასეულში ჩაის ფაბრიკა გაქურდეს (ექსკლუზივი)

როგორც "გურიის მოამბისთვის" გახდა ცნობილი, ქურდობა მოხდა ორი დღის წინ ოზურგეთში, დაბა ანასეულში.

გამოძიებისთვის ჯერ-ჯერობით დაუდეგენლმა პირებმა ანასეულის ჩაის ფაბრიკა გაქურდეს. 

ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, წაღებულია ჩაის გადამამუშავებელი ე. წ.  როლერი და დამზადებული პროდუქცია. 

როგორც შსს-ს პრესსამსახურში გვეუბნებიან, მომხდარზე გამოძიება სსკ 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.

კონკრეტულად, თუ რა თანხის ზარალი მიადგა ფაბრიკას მომხდარი ქურდობის გამო, ან როგორ მოახერხეს დამნაშავეებმა ფაბრიკაში შეღწევა, ამის გარკვევას "გურიის მოამბე" მის ხელმძღვანელთან, გია ხუჭუასთან შეეცადა, თუმცა მან ჩვენთან საუბარში მომხდარი საერთოდ უარყო მომხდარი ფაქტი დამალა:

"არა, არა არ ვიცი, არაფერი არ ვიცი, ძალიან დიდი მადლობა, ცოტა ჯანმრთელობის პრობლემა მაქვს".

რატომ შცდილობს ბატონი ხუჭუა მედიასთან იმ ფაქტის დამალვას, რაზეც გამოძიება უკვე დაწყებულია, მას არც ამაზე აქვს პასუხი: 

_ბატონო გია, ფაქტზე გამოძიება დაწყებულია და თქვენ რატომ მალავთ მომხდარს? არ შეგიძლიათ მითხრათ, კონკრეტულად რა არის წაღებული?

-არა, არაფერი, მადლობა. კარგად ბრძანდებოდეთ.

 

'.$TEXT['print'].'