ოზურგეთელი ლევან ქავჟარაძე კიევის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული გახდა
ავტორი: გურიის მოამბე
ოზურგეთელი ლევან ქავჟარაძე კიევის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული გახდა

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი ლევან ქავჟარაძე კიევის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული გახდა

ტურნირის გამარჯვებული ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ლევან ქავჟარაძე (67 კგ) გახდა. ქართველმა ფალავანმა ფინალში ფრანგი მამადას სილა 8-2 დაამარცხა. 

 შეჯიბრებამ სტარტი 23 თებერვალს აიღო და ორი დღის თავზე, 25 თებერვალს დასრულდა.

ტურნირი როგორც ბერძნულ რომაულ ასევე თავისუფალ ჭიდაობაშიც ჩატარდა და მასში მონაწილეობა მსოფლიოს უძლიერესმა ნაკრებებმა მიიღეს.

საქართველოს ნაკრებიც შეჯიბრზე უძლიერესი შემადგენლობით იყო წარმოდგენილი.

'.$TEXT['print'].'