ოზურგეთის „არწივები“ ბათუმში წინასასეზონო შეკრებაზე იმყოფებიან
ავტორი: გურიის მოამბე
ოზურგეთის „არწივები“ ბათუმში წინასასეზონო შეკრებაზე იმყოფებიან

კლუბი აცხადებს 7 დან 16 წლამდე ასაკის ბავშვთა მიღებას ოზურგეთის სარაგბო სექციაში.
ვარჯიშები და მეცადინეობები უფასოა.


ოზურგეთის მუნიციპალიტეტის რაგბის განვითარების კავშირის რაგბისტთა გუნდი „არწივები“ გასულ წელს, გადავიდა პირველ ლიგაში და გათამაშების პირველი წრე დებიუტანტისთვის ცუდი შედეგით არ დაუმთავრებია.
I წრის შემდეგ გუნდი იმყოფებოდა მე-4 ადგილზე. ამჟამად, ვართ მე-5 პოზიციაზე და დარჩენილ ხუთ შეხვედრაში ვაპირებთ მაქსიმუმის გაკეთებას და პირველ ხუთეულში მყარად დამკვიდრებას.
თითოეულმა მორაგბემ ყოფილ მთავარ მწვრთნელ თორნიკე აშვეთიასთან ერთად მაქსიმუმი გაიღო, მაგრამ ხშირი იყო ტრამვები და არ გვყავდა შესაბამისი შევსება.
დღეის მდგომარეობით, ყველა მორაგბე არის ჯანმრთელად, გუნდს ყავს ახალი უმაღლესი რანგის პროფესიონალი მწვრთნელები კახაბერ უჩავა და ირაკლი ნინიძე. გუნდმა გაიარა ფიზმომზადების სრული კურსი, დღეისთვის გუნდი იმყოფება სპორტულ შეკრებაზე გონიოში, სადაც გააჩნიათ საუკეთესო პირობები ვარჯიშისა და დასვენებისთვის.
პირველ ლიგაში მონაწილე ყველა გუნდს გააჩნია ხელოვნურსაფარიანი მოედნები, ამიტომ კვირაში ოთხჯერ გვიწევს ვარჯიშების ჩასატარებლად ჩასვლა ბათუმში, სადაც შექმნილი გვაქვს საუკეთესო პირობები, რაც ჩვენი გუნდის ერთ-ერთი დამფუძნებელის, ზვიად უნგიაძის დიდი დამსახურებაა.
გვაქვს მხარდაჭერა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობისაგან.
მუნიციპალიტეტის მერი ბატონი კოტე შარაშენიძე და ოზურგეთის კლუბის „არწივები“-ს პრეზიდენტი ბატონი არჩილ თალაკვაძე კლუბს დაპირდნენ, რომ მოიძიებენ შესაბამის თანხებს იმისათვის, რომ ოზურგეთს ქონდეს ისეთი სათამაშო და სავარჯიშო მოედანი, რომელიც დააკმაყოფილებს იმ აუცილებელ პირობებს რაც სავალდებულოა  I ლიგის გუნდისათვის.
ჩვენი მხრიდან კლუბის ხელმძღვანელობა დებს პირობას, რომ ახალი კომპლექსის აშენების შემთხვევაში გუნდი იბრძოლებს უმაღლესი ლიგის საგზურისათვის.
სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში. რაც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ძირითადი გუნდი იქნება დაკომპლექტებული ადგილობრივი სპორტსმენებით.
დღეის მდგომარეობით გვყავს ოცდაათამდე ბ ლიგის და 70 საფესტივალო ასაკის ბავშვი.
სექციები მოქმედებს სოფლებში ნასაკირალი, დვაბზუ, ნარუჯა, ძიმითი.
ვარჯიშები დანიშნულია ისეთ დროს, რომ ბავშვებს არ შეეშალოთ ხელი სასწავლო პროცესში. სოფლის დეპუტატების დახმარებით ბავშვებს აქვთ უფასო მგზავრობა.
მოვუწოდებთ 7 დან 16 წლამდე ასაკის ბავშვთა მშობლებს, მოიყვანონ რაგბის სექციაში თავიანთი შვილები, რაც ხელს შეუწყობს მათ ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში. ვარჯიშები და მეცადინეობები არის უფასო.
გვყავს გოგონათა ჯგუფი. ჩვენი კლუბის აღრზდილი ორი გოგონა ნანუკა პაკელიანი და ანა კაპანაძე საქართველოს ეროვნულ ნაკრების წევრები არიან და მონაწილეობა აქვთ მიღებული მრავალ საერთაშორისო ტურნირში.


ჩვენი მისამართია:
ოზურგეთი, ჯორჯიაშვილის I ჩიხი ზვანის სტადიონი



'.$TEXT['print'].'