ოზურგეთის "არწივებს" კახა უჩავა გაწვრთნის
ავტორი: გურიის მოამბე
ოზურგეთის "არწივებს" კახა უჩავა გაწვრთნის

ოზურგეთის მერიამ რაგბისტებს ახალი ფორმები გადასცა - ახალი ფორმა; ახალი მწვრთნელი;

ახალი სარაგბო სეზონის დადგომასთან დაკავშირებით, ოზურგეთის მერიამ საქართველოს პირველობის პირველ ლიგაში მოასპარეზე ოზურგეთის სარაგბი კლუბ "არწივებს" ახალი სპორტული ფორმები გადასცა.

როგორც კლუბის პრეზიდენტმა "გურიის მოამბეს" უთხრა, ფორმები საკმაოდ მაღალი ხარისხისაა და ის იმ კომპანიის დამზადებულია, რომლის პროდუქციითაც საქართველოს რაგბისტთა ნაკრები იმოსება.

ფორმები, გუშინ, "ზვანი არენაზე" შეკრებილ მორაგბეებს ოზურგეთის მერმა დაურიგა.

კლუბიდან მოწოდებული ინფორმაციით, ოზურგეთის "არწივებს" მიმდინარე წლიდან ახალი მწვრთნელი ეყოლებათ. გუნდი საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა წევრმა, ცნობილმა ქართველმა მორაგბემ, კახა უჩავამ ჩაიბარა.

'.$TEXT['print'].'