ოზურგეთელ რაგბისტთა დასანანი მარცხი
ავტორი: გურიის მოამბე
ოზურგეთელ რაგბისტთა დასანანი მარცხი

გუშინ პირველ ლიგაში მოასპარეზე სარაგბო კლუბებმა მეორე წრე განაახლეს.

ოზურგეთის "არწივებმა" მეორე წრის მეათე ტურის მატჩში, საკუთარ "ზვანი არენაზე" თანალიგელი კიკეთის "იუნკრები" მიიღო და მიუხედავად იმისა, რომ პირველი ტაიმის შემდეგ მეტოქეს 15-3 ამარცხებდა, მოულოდნელად 20-24 წააგო.

საქართველოს პირველ ლიგაში მოასპარეზე ოზურგეთის "არწივები" დღეისათვის, ათი ტურის შემდეგ რვა გუნდა პირველ ლიგაში, მეხუთე ადგილზე არიან.

შემდეგი, მეთერთმეტე ტურის მატჩში, ოზურგეთელები პატარძლეულში ჩავლენ და გათამაშების ერთპიროვნულ ლიდერს "ვეფხვებს" დაუპირისპირდებიან.

 

'.$TEXT['print'].'