ოზურგეთის "მერცხალს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
ავტორი: გურიის მოამბე
ოზურგეთის "მერცხალს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

ოზურგეთის "მერცხალის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ხარიტონ ჩხატარაშვილი აკაკი ათუაშვილმა ჩაანაცვლა.

ამის შესახებ "გურიის მოამბეს" "მერცხალის" გენერალურმა დირექტორმა, მურთაზ აბაშიძემ განუცხადა.

თავად აბაშიძე გენერალურ დირექტორად გასულ კვირაში, ოზურგეთის მერის გადაწყვეტილებით დაინიშნა. 

რაც შეეხება ყოფილ ხელმძღვანელს მამუკა გოგუაძეს, ის კლუბში რჩება, ოღონდ დირექტორის თანამდებობაზე.

ათუაშვილს გუნდში ჯონი კალანდაძე დაეხმარება, რომელიც მეორე მწვრთნელი იქნება, ხოლო ბავშვთა მწვრთნელად არჩილ ლიპარტელიანი იმუშავებს.

გუნდის უფროსი კი შოთა გიორგაძე იქნება.

'.$TEXT['print'].'