ასე მწვრთნელის განთავისუფლება ჯერ არ გამიგია-ხარიტონ ჩხატარაშვილი
ავტორი: გურიის მოამბე
ასე მწვრთნელის განთავისუფლება ჯერ არ გამიგია-ხარიტონ ჩხატარაშვილი

ოზურგეთის "მერცხალის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ხარიტონ ჩხატარაშვილი აკაკი ათუაშვილმა შეცვალა.

ამის შესახებ "გურიის მოამბეს" "მერცხალის" გენერალურმა დირექტორმა, მურთაზ აბაშიძემ განუცხადა.

მომხართან დაკავშირებით ჩვენთან კომენტარს აკეთებს "მერცხალის" უკვე ყოფილი მწვრთნელი ხარიტონ ჩხატარაშვილი: 

" განცხადება დავწერე კლუბის ადმინისტრაციაში. სამი დღით განთავისულების შესახებ,  ჯამრთელობის მდგომარეობის გამო. კერძოდ გავიკეთე თირკმლიდან კენჭის დისტანციური ლითოტროპია. მე არავინ კლუბიდან არ დამკავშირებია.20 იანვრიდან დავიწყე გუნდის მზადება. თუ ჩემი გაშვება ჰქონდა გეგმაში, ან კლუბის ადმინისტრაციას, ან გენერალურ დირექტორს მურთაზ აბაშიძეს, ან დირექტორს, რომელიმეს მაინც დაერეკა და ეთქვათ, ასე ფაქტის წინაშე რომ არ დავმდგარიყავი.30 წელია ვმუშაობ ამ სფეროში ვმუშაობ და ასე მწვრთნელის განთავისუფლება ჯერ არ გამიგია"-აღნიშნა "გურიის მოამბესთან" ჩხატარაშვილმა.

თავად მურთაზ აბაშიძე გენერალურ დირექტორად გასულ კვირაში, ოზურგეთის მერის გადაწყვეტილებით დაინიშნა. 

რაც შეეხება ყოფილ ხელმძღვანელს მამუკა გოგუაძეს, ის კლუბში რჩება, ოღონდ დირექტორის თანამდებობაზე.

ათუაშვილს გუნდში ჯონი კალანდაძე დაეხმარება, რომელიც მეორე მწვრთნელი იქნება, ხოლო ბავშვთა მწვრთნელად არჩილ ლიპარტელიანი იმუშავებს.

გუნდის უფროსი  შოთა გიორგაძე იქნება.

'.$TEXT['print'].'