სამი პოლიციელი დაიჭრა - ერთი ძებნილი ლიკვიდირებულია - ოზურგეთი 20 წლის წინ - "ტერორისტული გურია"
ავტორი: გურიის მოამბე
სამი პოლიციელი დაიჭრა - ერთი ძებნილი ლიკვიდირებულია - ოზურგეთი 20 წლის წინ - "ტერორისტული გურია"

1998 წელი; 8 მარტი; 23 საათი და 30 წუთი; ოზურგეთის რაიონის სოფელი ცხემლისხიდი;

გურიის სამხარეო პოლიცია სოფლებში დვაბზუ; გაღმა დვაბზუ; ბაღდადი; ცხემლისხიდი - ოპერატიული ინფორმაციის საფუზველზე ახორციელებს ღონისძიებებს ყაჩაღების წინააღმდეგ.

კერძოდ გურიის სამხარეო პოლიციის სპეც რაზმები ამ მიმართულებით გადაადგილდებოდნენ იმ წლებში მოქმედი ყველაზე საშიში ე.წ. "სვანიძის დაჯგფუფების" წევრების დაკავების მიზნით.

მოწყობილი იყო რამდენიმე ჩასაფრებები ამ დაჯგუფების წევრების სავარაუდო გადაადგილების ადგილებზე.

ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, ოფიციალურად ძებნილ და საშიშ დამნაშავეთა სიაში შეტანილ პირებს, რომელთაც ბრალი ედებოდათ ათეულობით ყაჩაღობაში, პოლიციელთათვის შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევაში - პოლიციელების მკვლელობებით დასრულებული, იმ ღამით ნახსენები მიმართულებით უნდა ემოძრავათ.

ოპერატიულ ჯგუფი, რომელიც კოორდინაციას უწევდა ჩასაფრებებს, ხელმძღვანელობდა ვიქტორ გობრონიძე. ჯგუფში იყვნენ პოლიციის ოფიცრები, ვასილ ქარსელაძე, ავთანდილ გიორგაძე, კახა კუპრაძე და პოლიციის ზემდეგი ხვიჩა წულაძე, პოლიციელი სამსონ თავდიშვილი.

ჯგუფი, ყაჩაღებისათვის რომ არ ყოფილიყო ადვილად შესამჩნევი, პოლიციის ამოსაცნობი ნიშნების გარეშე, ახალჩამოყვანილი "უაზის" მარკის ავტომანქანით ცხემლისხიდიდან ბაღდადისაკენ მიემგზავრებოდა, როცა მათ მდინარე ნატანების ხიდზე, საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრავი ავტომანქანა შეხვდა.

საპირისპირო მხარის წარმომადგენლებმა პოლიციელები ამოიცნეს და ცეცხლიც გაუხსნეს.

საპასუხო ცეცხლი, საქარე მინიდან "უაზში" წინ, მძღოლის გვერდით მსხდომმა სამსონ თავდიშვილმა გახსნა, შემდეგ კი დანარჩენებმა.

ორმხრივი სროლების შედეგად ერთი თავდამსხმელის ("სვანიძის დაჯგუფების" წევრი) ლიკვიდაცია (გ.მ.) ადგილზე განხორციელდა, ორმა თავდამსხმელმა მიმალვა შეძლო, მხარში დაიჭრა ხვიჩა წულაძე, ბარძაყში (უმცროსი ლეიტენანტი) კახა კუპრაძე, ხელში მსუბუქად ვასილ ქარსელაძე (კაპიტანი).

პოლიციის მანქანა მომხდარის შედეგად იმდენად ძლიერ იყო დაცხრილული, რომ გამოუსადეგარი გახდა.

'.$TEXT['print'].'