ისეთი აზრიც კი მებადება, რომ აღარ ეშველება ქვეყანას-ილია მეორე
ავტორი: გურიის მოამბე
ისეთი აზრიც კი მებადება, რომ აღარ ეშველება ქვეყანას-ილია მეორე

ხანდახან ისეთი აზრიც კი მებადება, რომ აღარ ეშველება ქვეყანას. ეს ჰგავს დაგორებულ ლოდს, ქვას - ეს განცხადება, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, ფსიქოლოგებთან შეხვედრისას გააკეთა.

ილია მეორემ ფსიქოლოგებს სთხოვა, გაიმართოს შეხვედრები, სადაც იმსჯელებენ როგორ შეიძლება "უშველონ ხალხს".

“თქვენ მოგეხსენებათ, რომ უარყოფითი ამბები მოდის, ხდება ნეგატური მოვლენები. ახალგაზრდობა არის ჩაბმული ამაში. სიძულვილი რით აიხსნება? - ზოგიერთი ფიქრობს, რომ სოციალური მდგომარეობაა მძიმე, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ რაღაც უფრო მეტია, უფრო ძლიერი. ბიბლიაში წერია, რომ ბოლო დროს, იესო ქრისტეს მეორედ მოსვლის წინ, ბოროტი სული, ეშმაკი გააძლიერებს თავის ზეგავლენას. რა თქმა უნდა, თვითონ ადამიანის მონაწილეობით. თუ ადამიანს არ უნდა და სულიერი ცხოვრებით ცხოვრობს, ეშმაკი ვერაფერს დააკლებს და მე მინდა, რომ რამდენიმე შეხვედრა მოვაწყოთ და ვიმსჯელოთ, როგორ ვუშველოთ ხალხს. უპირველეს ყოვლისა, უნდა გაძლიერდეს ჩვენი ლოცვა და გთხოვთ ფსიქოლოგებს, რომ გამოთქვათ თქვენი აზრი ამის შესახებ. მე ხანდახან ისეთი აზრიც კი მებადება, რომ აღარ ეშველება ქვეყანას. ეს ჰგავს დაგორებულ ლოდს, ქვას, აი, მთიდან რომ დაგორდება და ვეღარ გააჩერებ, აი, ამას ჰგავს დღევანდელი მდგომარეობა. მე მინდა, რომ მოხსენება კი არ იყოს ჩვენი ფსიქოლოგების, აი, საუბარი გაიმართოს. აქტიური მონაწილეობა თქვენც უნდა მიიღოთ, მეც და სხვებმაც. ღმერთმა ინებოს, რომ გამოვსწორდეთ“, - აღნიშნა პატრიარქმა შეხვედრის დასაწყისში.

"პირველი რადიო" 

 

'.$TEXT['print'].'