ერთ წელიწადში ქვეყანაში ღატაკთა რაოდენობა 8 ათასით გაიზარდა
ავტორი: გურიის მოამბე
ერთ წელიწადში ქვეყანაში ღატაკთა რაოდენობა 8 ათასით გაიზარდა

საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობამ ისევ მოიმატა. 
სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, 2018 წლის თებერვალში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8 294 ადამიანით გაიზარდა.

სტატისტიკური მონაცემებით, 2017 წლის თებერვალში საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი 445 555-ს შეადგენდა, 2018 წლის თებერვალში კი 453 849 შეადგინა.

თავისთავად, გაიზარდა იმ ოჯახების რაოდენობაც, რომლებიც საარსებო შემწეობას იღებენ. 2017 წლის თებერვალში ასეთი ოჯახების რაოდენობა 131 113-ს შეადგენდა, წელს კი 131 500-ია.

მოსახლეობის გაღარირებიბს პარალელურად მნიშვნელოვნად იზრდება ბანკების მოგება და მათ მიერ დასაკუთრებული ქონება. 

მიმდინარე წლის იანვარში კომერციული ბანკების მიერ დასაკუთრებულმა ქონებამ 209.5 მლნ ლარი შეადგინა. 
აღნიშნულის შესახებ ეროვნული ბანკის "საფინანსო სექტორის მიმოხილვაშია" ნათქვამი. 
აღსანიშნავია, რომ მიმოხილვის თანახმად, წლიურად ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონების ღირებულება 49.1 მილიონი ლარით გაიზარდა. კერძოდ, 2017 წლის იანვარში ეს მაჩვენებელი 160.4 მილიონი ლარი იყო. 

ამასთან, სებ-ის ცნობით, მიმდინარე წლის იანვრის მონაცემებით, ჩამოწერილი სესხების მოცულობამ 28.7 მილიონი ლარი შეადგინა, მაშინ როცა გასული წლის ამავე პერიოდში 22.6 მლნ ლარის ოდენობის სესხის ჩამოწერა მოხდა. 

გარდა ამისა, საფინანსო სექტორის მიმოხილვის თანახმად, იანვარში 7 მლნ 

ლარის მოცულობის ჩამოწერილი სესხის ამოღება მოხდა, 2017 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მონაცემი 4.5 მლნ ლარი იყო. 

https://bpn.ge/

'.$TEXT['print'].'