ოზურგეთში ქონებაწართმეული მოსახლეობა საპროტესტო აქციებს აანონსებს
ავტორი: გურიის მოამბე
ოზურგეთში ქონებაწართმეული მოსახლეობა საპროტესტო აქციებს აანონსებს

 

მაღალჩონოსნების განცხადებით მათი ოჯახის წევრებმა ხალხის ქონება ჩალის ფასად კანონის სრული დაცვით შეიძენა

ოზურგეთის, როგორც ქალაქის ისე თემების მუნიციპალიტეტებში დიდი განუკითხაობა გახლდათ მუნიციპალური ქონების გასხვისების მხრივ, განსაკუთრებით მძიმე სიტიუაციაა უძრავი ქონების გასხვისებასთან დაკავშირებით, სადაც კორუფციული გარიგებების საკმაოდ მაღლი ალბათობა გახლავთ, მოსახლეობის ეჭვები კი მათი მათი ქონების უკანონოდ მითვისებაზე სრულიად საფუძვლიანი.

ვინაიდან ქონების გასხვისების  პროცედურაში ფასის განსაზღვრაა ყველაზე მნიშნელოვანი გახლავთ მთავრი ყურადღებაც მას უნდა მიექცეს. როგორც წესი ქონების აუქციონზე გასხვისებამდე ჯერ ცხადდება ტენდერი, რომლის მიხედვითაც უნდა გამოვლინდეს უძრავი ქონების შემდგომი შემფასებელი, სწორედ ეს გახლავთ კორუფციული გარიგების სათავე და ამ რგოლის მთავარი პირი კი შემფასებელი გახლავთ, რომელიც საერთოდ არ აქცევს ყურადღებას საშემფასებლო სამუშაოებიდან რა თანხას მიიღებს, რადგანაც იგი უფრო მეტს სახელმწიფო ქონების იაფად ხელში ჩაგდების მსურველისაგან ღებულობს, სწორედ იმიტომ რომ რაც შეიძლება იაფად შეაფასოს ძვირად ღირებულია სახელმწიფო ქონება.

ქონების შეფასების შემდეგ ცხადდება აუქციონი სადაც მიზერულ ფასებში იყიდება სახელმწიფო ქონება, კიდევ უფრო აუარესებს სიტუაციას ის, რომ აუქციონი არ ტარდებოდა ელექტრონული წესით და მას თავად მუნციპალიტეტის მაღალჩინოსნები ატარებდნენ, რა დროსაც არასასურველი მყიდველის თავიდან მოშორება ძალიან მარტივად ხდება. ყველაფერი ამის შემდეგ მუნიციპალიტეტების მაღალჩინოსნები აცხადებდნენ, რომ ქონება შეფასებული იყო საბაზრო ფასით და გაიყიდა აუქციონზე ანუ მათი აზრით დარღვევას ადგილი არ ჰქონია, ეს ყველაფერი კი რეალობიდან ძალიან შორსაა.

2015-2017 წლებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას ცხრაჯერ აქვს გამოცხადებული ტენდერი - საბუღალტრო, აუდიტორული და ფისკალური მომსახურებების შესყიდვაზე, აქედან ექვსჯერ გაიმარჯვა ინდმეწარმე დავით რობაქიძემ, თუ კი გავყვებით რობაქიძის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ურთიერთობის ისტორიას, აღმოჩნდება, რომ ყველა საეჭვო გარიგებას წინ უძღვის ამ პიროვნების მიერ უძრავი ქონების შეფასება. რა დროსაც თითქმის ყველა შემთხვევაში რობაქიძე მნიშვნელოვნად აგდებდა შესყიდვის ფასს, რაც აიძულებდა რეალურად ქონების შემფასებლებს უარი ეთქვათ სამუშაოზე, მაგალითად ოზურგეთის ბაზრის შესაფასებელ ტენდერში რობაქიძემ შესყიდვის საწყის ფასს 95 პროცენტიც კი დააკლო, ეს ფაქტი მის საშემფასებლო საქმიანობის კულმინაცია გახლავთ, ტენდერი დასრულდა 30.06.2015 წელს (#SPA150017794), მისი საწყისი ფასი გახლდა 2900 ლარი, ტენდერში მონაწილება რობაქიძის გადა მიიღო სამმა პირმა, ვაჭრობის შედეგად რობაქიძემ ეს ტენდერი მოიგო 148 ლარად ანუ საწყისი ფასის 5%, როგორც რალობიდან ჩანს მას საერთოდ არ აინტერესებდა რას მიიღებდა ამ ტენდერში ოფიციალურად.

მაგალითად რობაქიძეს - 10 უძრავი ქონება შეფასებული აქვს 344 ლარად მაშინ როცა შესყიდვის საწყისი ფასი იყო 850 ლარი (15.06.2015 წლის #SPA150016300 გამარტივებული ელექრონული ტენდერი). 5000 ლარად შეფასებული სამუშაოები იმავე რობაქიძემ შეასრულა 1800 ლარად (09.02.2016 წელი, ტენდერის #SPA160003960), კერძოდ ამ ფასად მან  შეაფასა 100 ობიექტი, მათ შორის 80 უძრავი ქონება. მანვე 8000 ლარად შეფასებული სამუშაოები შეასრულა 2980 ლარად  (23.02.2017 წელი ტენდერის #SPA170003032), სამუშაობში შედიოდა შემდეგი ქონების შეფასება - 230 არასასოფლო სამეურნეო ნაკვეთი, 50 არასასოფლო სამეურნეო ნაკვეთი შენობით და 20 მოძრავი ქონება. მაგალითისათვის ერთი არასაფლო სამეურნეო მიწის შეფასებისათვის რობაქიძემ მიიღო სულ რაღაც 9 ლარი.

აქვე გასათვალისწინებელია ის, რომ მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული სატენდერო წინადადებები არ შეიცავდა ქონების არც საკადასრო კოდებს და რც სხვა რაიმე სახის პარამეტრებს, რომლითაც შესაძლოა კონკურენტებს ემსჯელათ მოსალოდნელი სამუშაოების სირთულეზე და მოცულობაზე.

ზემოხსენებულ შეფასებებს ისე ენდობოდა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა დაიჯერა, რომ 1 კვადრატული მეტრი მიწა ურეკში ზღვიდან სულ რაღაც 300 მეტრში 30 თეთრი ღირდა, შემდეგში კი ეს მიწა საკრებულოს თავმჯდომარის სიძემ შეიძინა. ასევე ურეკში ზღვიდან 200 მეტრში 1 კვადრატული მიწა 50 თეთრი, რომ ღირდა ისიც დაიჯერეს, შედეგში კი ეს 50 თეთრიანი მიწა ოზურგეთის გამგებლის მეგობარმა შეიძინა.

როგორც ზემოთ მოგახსენეთ სწორედ რობაქიძის შეფასების შედეგად გაიცა იჯარით ოზურგეთის ბაზრის მთელი ტერიტორია და 18 შენობა-ნაგებობა თვეში 2245 ლარად და ამ ფასად მან კიდევ დამატებით სამი ქონება შეაფასა. 2000 ლარად ოზურგეთის ბაზრის მიმდებარედაც შეუძლებელია იქირავო 20 კვ.მ სავაჭრო ჯიხურიც კი. ასეთი შეფასების შემდეგად ოზურგეთის ბაზარი ქალაქის ყოფილი მერის სიძის ხელში აღმოჩნდა, წყაროს ინფორმაციით ბაზარში 50% წილს არაოფიციალურად ქალაქის ყოფილი მერი ფლობდა, რომელმაც ეს წილი ასევე არაოფიაცლურად უკვე გაასხვისა.

ძალიან სამწუხაროა, რომ ეს ფაქტები დარჩა სამართალდამცავების ყურადღების მიღმა, რომლებიც ,,პლანისმწეველების,, და ,,ქათმის ქურდების,, ძებნა-დაკავებაში ისე გაერთნენ, რომ ვერც კი შეამჩნიეს, როგორ იყიდებოდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება ჩალის ფასად. ყველაფერი ამის ფონზე კი მუნციციპალიტეტები ქონების გარეშე ისე დარჩა, რომ ბიუჯეტში ქონების რეალური ღირებულების 10%-ის კი ვერ შევიდა.

ხალხის ქონების გასხვისება ხალხის რჩეულთა მთავარი საზრუნავი, რომ იყო ეს იქიდანაც ჩანს, რომ უპრეცენდენტოდ დიდი ოდენობის და ღირებულების ქონების გასხვისება მოხერხდა ბოლო სამი წლის განმავლობაში. ყველასათვის ხელმისაწვდომია დღეს საკრებულოს სხდომის ოქმები და დაინტერესების შემთხვევაში მარტივად დარწმუნდებით, რომ მათში ძირითადად მსჯელობა სწორედ ქონების გაყიდვა-გასხვისებაზეა, ხალხის ქონების გასხვისებას კი ხალხისვე რჩეული  დეპუტატები ხელს ისე უწევდნენ, რომ საერთოდ არ ითვალისწინებდენენ მათი სოფლისა და ქალაქის მოსახლეობის ინტერესებს.

უნდა აღინიშნოს, რომ განსაკუთრებით მძიმე სიტუაციაა ქალაქ ოზურგეთში, ურეკში, ნატანებსა და შრომაში. გაყიდულია ბაღებისა და სკვერების ტერიტორიები, გაყიდულია მიწის ნაკვეთები რეკრეციულ ზონებში, გაყიდულია ტროტუარები და საჯარო სარგებლობის ნაკვეთები, საძოვრები, სასწავლო დაწესებულებების საცდელ-სამეუნეო ნაკვეთები და ა.შ. რასაც მოსახლეობის სერიოზული პროტესტი მოყვა.

სწორედ ეს ფაქტორები გახლდათ ოზურგეთში სახელისუფლებო პარტიისადმი მოსახლეობის არაკეთილგანწყობის ძირითადი მიზეზი, რაც ადგილობრივ არჩევნებში მარცხით დასრულდა. მიუხე­დავად ამისა ხელისუფლება საერთოდ არ ზრუნავს ამ პრობლემების შესწავლასა და სიტუაციის გამოსწორებაზე, სამაგიეროდ ზრუნავს ამ კრიზისული მდგომარეობის ჩაფარცხვაზე, რაც კიდევ უფრო ზრდის მოსახლეობის უკმაყოფილებას.

ზემოხსენებულიდან ნათლად ჩანს, რომ სასწრაფოდ შესასწავლია ოზურგეთში სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებული გარიგებების კანონიერება, ასევე შესასწავლია იმ არაოფიციალური თუ ოფიციალური წილების მფლობელი პირების ვიანობა, რომელიც სწორედ სახელმწიფო ქონების იაფად ხელში ჩაგდების  ე.წ. ბიზნესს ეწეოდა ოზურგეთში.

 

 

************

 

 

************

 

************

'.$TEXT['print'].'