ბორჯღალოსნებმა რუსები მეოცედ დაამარცხეს
ავტორი: გურიის მოამბე
ბორჯღალოსნებმა რუსები მეოცედ დაამარცხეს


კრასნოდარში, საქართველოსა და რუსეთის მორაგბეთა ნაკრებების მატჩი დასრულდა.

რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-4 ტურში, ბორჯღალოსნებმა რუსეთის მორაგბეთა ნაკრები ანგარიშით 29:9 დაამარცხეს.

აღსანიშნავია, რომ ქართველ მორაგბეებს რუსებთან უკვე 20 წელია, არ წაუგიათ. მთლიანობაში, ქართველები და რუსები ერთმანეთს 22-ჯერ შეხვდნენ . აქედან 20 შეხვედრა ბორჯღალოსნებმა მოიგეს, 1 -ფრედ დასრულდა და მხოლოდ ერთი თამაშის მოგება შეძლ;ეს რუსებმა.

მე-20 მოგება სწორედ დღეს ვიხილეთ.

'.$TEXT['print'].'