"უმძიმესი ერთი წელი მქონდა. ერთადერთი 18 წლის ქალიშვილი უეცრად გარდამეცვალა"
ავტორი: გურიის მოამბე
"უმძიმესი ერთი წელი მქონდა. ერთადერთი 18 წლის ქალიშვილი უეცრად გარდამეცვალა"

უკვე ორი კვირაა მაია ასათიანის "პროფილი" ეთერში არ გასულა. გადაცემის შეწყვეტის მიზეზი, ტელეწამყვანის ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა. ახლახან, გადაცემა "პროფილის" ფეისბუქის გვერდზე მაია ასათიანის პოსტი გავრცელდა, რომელიც საზოგადოებასა და მაყურებელს გვერდში დგომისთვის მადლობას უხდის:

"უდიდეს სითბოს და სიყვარულს ვგრძნობ, უამრავი წერილი მომდის და თუ რამე მაძლიერებს, თქვენი თანადგომაა! მეგობრებო არ ვარ არც მონასტერში და არც საავადმყოფოში. ჩემი ჯანმრთელობის შესახებ გავრცელებული ჭორები საშინლად მთრგუნავს.

უმძიმესი ერთი წელი მქონდა. ერთადერთი 18 წლის ქალიშვილი უეცრად გარდამეცვალა, 23 თებერვალს წლისთავი იყო... ცოტა ხნით შრომისუუნარო გავხდი. ახლა ძალებს ვიბრუნებ, რომ ჩემს საქმეს დავუბრუნდე. ქედს ვიხრი ყველა იმ ადამიანის წინაშე, ვისაც ესმის ჩემი გლოვაც და სიცოცხლეში დაბრუნებაც!" - წერს ტელეწამყვანი.

'.$TEXT['print'].'