მიხეილ სააკაშვილის მხრიდან სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა-ე. წ ციანიდის საქმის ძირითადი სცენარი?
ავტორი: გურიის მოამბე
მიხეილ სააკაშვილის მხრიდან სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა-ე. წ ციანიდის საქმის ძირითადი სცენარი?

"უდანაშაულო პატიმრის შოკისმომგვრელი ისტორია," - ასე აფასებს დეკანოზ გიორგი მამალაძესთან ორსაათიან შეხვედრას ნიკა გვარამია.

ადვოკატის სტატუსით გვარამია მატროსოვის ციხეში დღეს პირველად მღვდლის თხოვნით შევიდა.

ციხის საკანში მღვდელმა იურისტს უამბო ის, რაც საჯარო დღემდე არ თქმულა.

შეხვედრის დეტალებზე გვარამიას არ უსაუბრია და მხოლოდ ის თქვა, რომ დეკანოზი "სახელმწიფოს მძევალია", საპატიმროში უდანაშაულოდ ზის და ის პრეზიდენტმა უნდა შეიწყალოს.

"„მას ორი რამ მოსთხოვეს. პირველი, მას უნდა დაესახელებინა თანამონაწილეებად მეუფე დიმიტრი და მისი სიძე, სოსო ოხანაშვილი. და მეორე,  მას უნდა ეთქვა, რომ ეს იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა. სახელმწიფო გადატრიალებაში ის იქნებოდა საეკლესიო კომპონენტის უზრუნველმყოფელი და პატრიარქს მოიშორებდნენ და ის ჯგუფი მოვიდოდა ეკლესიის სათავეში, რომელიც საჭირო იყო. და მეორე, პოლიტიკური კომპონენტი, ეს უკვე ყბადაღებული თემა ამ ქვეყანაში, მერამდენე საქმე აღიძრა, იქნებოდა მიხეილ სააკაშვილი. როგორი არის მათ შორის კავშირები, ვიცით. ის მოღვაწეობდა უკრაინაში რამდენიმე ხნის განმავლობაში, დეკანოზი მამალაძე და იქიდან წამოვიდა იმის გამო, რომ  ეკონომიკური პრობლემები იყო და მრევლმა, უბრალოდ, ვერ შეინახა. ამ თვალსაზრისით უნდოდათ, რომ დაენახათ კავშირი და გამოიყენებდნენ მას საამისოდ,“ -განაცხადა ნიკა გვარამიამ და აღნიშნა, რომ მას მამა გიორგიმ გაახსენა პრემიერის განცხადება, რომელმაც ამ საქმეზე თქვა, რომ ქვეყანაში წესრიგის შეცვლის აღკვეთა მოახდინეს.

ნიკა გვარამიას თქმით, რუსთავი2-იც იქნებოდა ფიგურანტი ამ მიმართულებით. გარდა ამისა, მამა გიორგის სთხოვდნენ, ეთქვა, თითქოს, გერმანიაში ჩავიდა მასთან შესახვედრად მიხეილ სააკაშვილი და მიმდინარეობდა მოლაპარაკება.

ნიკა გვარამიას თქმით, საბოლოოდ  საქმის შეკერვის პროცესში ვერ მივიდნენ პატრიარქამდე და გადაწყდა, რომ ის, ვისი მოკვლაც, თურმე, გიორგი მამალაძეს უნდოდა, ეს იყო შორენა თეთრუაშვილი, პატრიარქის მდივან-რეფერენტი. მისივე თქმით, ძალიან მარტივია იმის მიხვედრა, რომ ციანიდი არ დასჭირდებოდა გიორგი მამალაძეს შორენა თეთრუაშვილის სიცოცხლის ხელყოფისთვის, რადგან მას ყოველდღე ხედავდა და ამასთან, რატომ გაირთულებდა საქმეს, როდესაც ციანიდი არის ურთულესი მოსაპოვებელი საწამლავი.   

პრემიერმა განაცხადა სულ სხვა და ბოლოს მივიღეთ სულ სხვა. ლოგიკური კითხვა ხომ არის? თუ ვინმეს შორენა თეთრუაშვილის მოკვლა უნდოდა, ამისთვის რა საჭირო იყო ციანიდი? სხვა საშუალება არ მოიძებნებოდა, რომ ათობით ადამიანი არ ჩაერთო ამ საქმეში, მით უფრო ირაკლი მამალაძე და ამტყდარიყო ამბავი ციანიდზე? 

მე უახლოეს დღეებში ვაპირევბ ბრძოლის დაწყებას ამ ადამიანის ციხიდან გამოსაშვებად, უნდა შევხვდე რამდენიმე ადამიანს, ვილაპარაკებ ყველაფერზე, მე ხელს არ მოვაწერ არანაირ გაუთქმელობას, რაც ბოლო დროს პროკურატურისთვის მთავარ იარაღად იქცა. ისინი ლაპარაკობენ ყველაფერს რაც უნდათ და სხვებს არ ალაპარაკებენ იმას, რისი თქმაც სურს.

მე დიდი იმედი მაქვს პრეზიდენტის, რომ ის გაითვალისწინებს ამ გარემოებებს და აუცილებლად შეიწყალებს დეკანოზს. 

'.$TEXT['print'].'