რაღაც საშინელება ხდება, საქართველო ღმუის ხალხო-თაკო ჩარკვიანი
ავტორი: გურიის მოამბე
რაღაც საშინელება ხდება, საქართველო ღმუის ხალხო-თაკო ჩარკვიანი

„სრულიად გენიალური განცხადება გააკეთა,“ - ასე აფასებს პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი პატრიარქის განცხადებას.

ილია მეორემ აღნიშნა, რომ დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე „ქვეყანას არაფერი ეშველება“.

„გამოკვეთილად თქვა იმ ადამიანმა და მსოფლიო კი არ იგულისხმა, იგულისხმა ჩვენი ბედკრული სამშობლო, რომელსაც ძალიან დიდი ხანია, ვაწვალებთ. უფრო სწორად, აწვალებენ ძალიან უტიფარი პოლიტიკანები, რომლებიც ხშირად გვეუბნებიან, რომ ჩვენ დიდი ხანია, გვაქვს გამოცდილება პოლიტიკაში ყოფნის და ჩვენ უნდა კვალავ გავაგრძელოთ. მათ პოლიტიკაში ყოფნის და აღმშენებლობის გამოცდილება კი არა აქვთ, ვფიქრობ, მათ აქვთ დიდი ხნის გაქნილობის, დახვეწილი თაღლითობის გამოცდილება, ერთს ამბობენ, მეორეს აკეთებენ, მესამეს გეგმავენ. 

30 წელიწადია უკვე უსაშველო მდგომარეობაში ვამყოფებთ ქვეყანას. ქვეყანა მიდის უფსკრულისკენ, ახლა ეს უკვე იგრძნო საზოგადოების მთავარმა თავმა, ბრძენმა ადამიანმა და ამცნო თავის ერს. მე მისგან ველოდებოდი, რომ ის ამას იტყოდა. ახლა ჩვენ სასწრაფოდ უნდა აღვუდგეთ წინ ამ კორუფციას, ამ უბედურებას. რაღაც საშინელება ხდება. ინსტიტუციების ნგრევა ხდება ჩვენს თვალწინ. შუაში საქართველო ღმუის ხალხო. გაჭირვებული საქართველო ტირის. ბალახობს პოლიტიკური ელიტა საქართველოში. 30 წელია ასეთ დღეში ვართ. ადამიანებს ძალიან უჭირთ. ძალიან ცუდ დღეში არიან ჩვენი მოხუცები. რა არის დასავლეთიო რომ ამბობენ-რა არის და მშვიდი სიბერე., აქ უპოვარტა სასადილოში ხალხი რიგში დგას ხალხო. იქ არის მოგვარებული დაზღვევა. იქ რასაც იღებს მსახიობი, მხატვარი, ნებისმიერი სფეროს სპეციალისტი, აი ამაზე ვისაუბროთ და არა ის, პუტინს რომ წერილებს უგზავნიან უსახურს რომელშიც აღნიშნულია, რომ რუსეთთან ურთიერთობას ნატოსკენ სწრაფვა ართულებს.  “ - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

 

'.$TEXT['print'].'