მერმა გრიბოედოვის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები მოინახულა (R)
ავტორი: გურიის მოამბე
მერმა გრიბოედოვის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები მოინახულა (R)
დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ შ.პ.ს ,,რეალექსპერტის“ ხელმძღვანელთან, მაია ნიკოლეიშვილთან ერთად გრიბოედოვის ქუჩის პირველ შესახვევში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა, სადაც ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა და ხიდის რეაბილიტაცია იგეგმება.
აღნიშნულ ქუჩაზე არსებული ავარიული მდგომარეობა მოსახლეობას წლების მანძილზე პრობლემებს უქმნიდა.
კომპანია ,,რეალ ექსპერტი“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების ექსპერტიზას ატარებს და პროქტების მიმდინარეობას ზედამხედველობას უწევს. აღნიშნული პროექტის ჯამური ღირებულებაა 75 917 ლარი. სამუშაოებს შპს „პალადა“ ახორციელებს.
'.$TEXT['print'].'