ლანჩხუთში ორ აიპს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
ავტორი: გურიის მოამბე
ლანჩხუთში ორ აიპს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა კიდევ ორი ა(ა)იპ-ს ხელმძღვანელი წარადგინა.
ა(ა)იპ სკოლამდელი აღზრდის ცენტრის ხელმძღვანელად დაინიშნა ნატა კობალავა, რომელიც აქამდე ამავე ა(ა)იპ-ს თანამშრომელი იყო. 
რეორგანიზაციის შედეგად კულტურის დაწესებულებათა გაერთიანებას გამოეყო და ცალკე ერთეულად ჩამოყალიბდა ა(ა)იპ სახელოვნებო სკოლები, სადაც გაერთიანდნენ ლანჩხუთისა და სუფსის სამუსიკო და სამხატვრო სკოლები. ამ გაერთიანების ხელმძღვანელად ლია ურუშაძე დაინიშნა, რომელიც გამოცდილი და ლანჩხუთისათვის საკმაოდ ცნობილი ქალბატონია.

ოფიციალური ინფორმაცია. 

'.$TEXT['print'].'