ოზურგეთის მერის მრჩევლად ალექსანდრე ბერიძე დაინიშნა
ავტორი: გურიის მოამბე
ოზურგეთის მერის მრჩევლად ალექსანდრე ბერიძე დაინიშნა

ახალი კადრები ოზურგეთის მერიაში. ოზურგეთის მერის მრჩევლად ალექსანდრე ბერიძე დაინიშნა, რომელიც გასულ წლებში ოზურგეთის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი იყო. 

გარდა ბერიძისა მუნიციპალიტეტის მერიაში კიდევ რამდენიმე კადრი დაინიშნა. საჯარო კონკურსის შედეგად მიღებულ ახალ თანამშრომლებს შრომითი ხელშეკრულება უკვე გაუფორმეს. მერის მძღოლი-გიორგი სალუქვაძე, თანაშემწე ეთერ ყავრელიშვილი, სპეციალისტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში ნია მეგრელიშვილი, მდივანი ელენე სურგულაძე, სპეციალისტი მოქალაქეთა მიღების საკითხებში მზევინარ სალუქვაძე.

'.$TEXT['print'].'