"მერცხალის" ფრე ბათუმში
ავტორი: გურიის მოამბე
"მერცხალის" ფრე ბათუმში

საქართველოს პირველობის, ფეხბურთელთა შორის, რეგიონალლიგის დასავლეთ ზონის ბ ჯგუფში, სადაც ოზურგეთის "მერცხალი" ასპარეზობს, მეორე ტურის მატჩები გაიმართა.

ოზურგეთელები, ბათუმს ეწვივნენ და ადგილობრივ "დინამო 2" თან ფრე 0-0 ითამაშეს..

რაც შეეხება საფეხბურთო სეზონს, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ ის რეგიონალლიგაში გასული კვირას დაიწყო და "მერცხალმა" პირველ ტურში, საკუთარ "მუნიციპალურზე" თანალიგელი "ლესიჭინე" მიიღო და 2-0 დაამარცხა.

პირველ ტურში მოიგო მისმა დღევანდელმა მეტოქემ "დინამო 2"-მაც, რომელმაც გასვლაზე "მეტა" 1-2 დაამარცხა.

შესაბამისად რეგიონალლიგის დასავლეთ ზონის ცხრაგუნდა ბ ჯგუფს "მერცხალი" და "დინამო 2" ერთი ტურის შემდეგ 4-4 ქულით ლიდერობენ.

მომდევნო, მესამე ტურის მატჩს ოზურგეთი ისევ საკუთარ "მუნიციპალურზე" გამართავს, რომელსაც ერთ დროს "მეგობრობა" ერქვა. ეს 22 მარტს მოხდება და "მერცხალი" ხულოს "ხიხანს" მიიღებს.

'.$TEXT['print'].'