მამუკა გოგუაძემ "მერცხალი" დატოვა (ექსკლუზივი)
ავტორი: გურიის მოამბე
მამუკა გოგუაძემ "მერცხალი" დატოვა (ექსკლუზივი)

როგორც "გურიის მოამბისთვის" ხდება ცნობილი, ოზურგეთის საფეხბურთო კლუბ "მერცხალის" დირექტორმა, მამუკა გოგუაძემ პოსტი დატოვა. 

თუ რა გახდა დირექტორის სამსახურიდან წამოსვლის მიზეზი, ამის გასარკვევად ჩვენ თავად გოგუაძეს დავუკავშირდით: 

-ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერს დავუტოვე განცხადება, რომ გავდივარ ერთ თვიან შვებულებაში. მაგრამ, გადაწყვეტილი მაქვს, რომ არ დავუბრუნდე თანამდებობას"-გვითხრა მამუკა გოგუაძემ.

ცნობისთვის, გოგუაძე საფეხბურთო კლუბ "მერცხალის" დირექტორად 2016 წელს, ქალაქის მაშინდელმა მერმა, ბეგლარ სიორიძემ, დღევანდელი გენერალური დირტექტორის, მურთაზ აბაშიძის განთავისუფლების შემდეგ დანიშნა. 

ის ამ დრომდე ინარჩუნებდა პოსტს, თუმცა თავისი სურვილით სამსახურიდან წასვლა გადაწყვიტა. კონკრეტულად რა მიზეზით, ჩვენთვის ცნობილი არ არის. 

 

 

 

'.$TEXT['print'].'