მამუკა გოგუაძე შესაძლოა შოთა გიორგაძემ შეცვალოს, ბახვა გიორგაძეზე კი კატეგორიული უარია
ავტორი: გურიის მოამბე
მამუკა გოგუაძე შესაძლოა შოთა გიორგაძემ შეცვალოს, ბახვა გიორგაძეზე კი კატეგორიული უარია

ოზურგეთის "მერცხალის" გუნდის ხელმძღვანელმა, შოთა გიორგაძემ შესაძლოა კლუბის დირექტორი, მამუკა გოგუაძე შეცვალოს. 

ამის შესახებ "გურიის მოამბეს" კარგად ინფორმირებულმა წყარომ აცნობა. მისივე თქმით, გოგუაძემ თანამდებობა, სტადიონზე ახალი ხელმძღვანელობის მისვლის შემდეგ შექმნილი სიტიუაციიდან გამომდინარე დატოვა. 

მან ერთთვიანი შვებულება მოითხოვა, თუმცა არც ამის შემდეგ აპირებს უკან დაბრუნებას. 

ის, რომ მამუკა გოგუაძე დაკავებულ თანამდებობას აღარ დაუბრუნდება, ამას ის "გურიის მოამბესტან" სატელეფონო საუბარში ადასტურებს. 

რაც შეეხება მის სავარაუდო შემცვლელს, შოთა გიორგაძეს, ის გვეუბნება, რომ ამ ეტაპზე გადაწყვეტილი არაფერი არ არის. დირექტორის პოსტის შეთავაზების შემთხვევაში კი, შესაძლოა ამაზე თანხმობა განაცხადოს: "მე მამუკას გუშინ ვესაუბრე. ვთხოვე რომ ნუ მიიღებს ნაჩქარევ გადაწყვეტილებას. იმიტომ, რომ იქედან მას არავინ არ უშვებს. ამიტომ, მე არ ვიცი ის წავა თუ არა ზუსტად. რაც შეეხება ჩემს სავარაუდო დირექტორობას, გეტყვით, რომ ეს შემოთავაზება მე ბეგლარ სიორიძის მხრიდანაც მქონდა, მაგრამ არ დავთანხმდი, ვუთხარი რომ მე ფეხბურთით ვცხოვრობ და მთავარია ჩემი საქმე ვაკეთო-მეთქი"-გვითხრა გიორგაძემ. 

ჩვენთვის ასევე ცნობილი გახდა, რომ თავის მხრივ გიორგაძეს, როდესაც ის დირექტორად დაინიშნება, გუნდის ხელმძღვანელის პოსტზე ბახვა გიორგაძე შეცვლის, თუმცა ეს ინფორმაცია გიორგაძემ კატეგორიულად უარყო: 
'გამორიცხულია ბახვა გიორგაძე გუნდში არ დაბრუნდება. ეს მე ზუსტად ვიცი. მისაუბრია ამ საკითხზე აღმასრულებელ დირექტორთან და ზუსტ ინფორმაციას გეუბნებით"-გვითხრა შოთა გიორგაძემ.  

'.$TEXT['print'].'