ოზურგეთმა საშინაო "რკენაში" "ხულიგანა" დასცა და წელს პირველად მოიგო
ავტორი: გურიის მოამბე
ოზურგეთმა საშინაო "რკენაში" "ხულიგანა" დასცა და წელს პირველად მოიგო

დღეს, დიდი რაგბის პარალელურად მორიგი, მე-12 ტურის მაჩები გაიმართა საქართველოს რაგბისტთა პირველობის პირველ ლიგაში.

უმძიმესი მატჩი გადაიტანა და სასიცოცხლო გამარჯვება მოიპოვა ამ რვაგუნდა, ქვეყნის მასშტაბით რანგით მეორე გათამაშებაში მოასპარეზე ოზურგეთის "არწივებმა", რომელმაც გათამაშების აუტსაიდერი "ხულიგანა" მიიღო, თუმცა ამ გამარჯვებით ფაქტიურად გაინაღდა ადგილის შენარჩუნება პირველ ლიგაში, რაც დებიუტანტისთვის რამდენიმე ტურით ადრე ამ სპორტის სახეობაში ხშირად არ ხდება.

"ხულიგანა" აუტსაიდერი კია, მაგრამ ეს გუნდი საქართველოს რაგბში ერთ ერთი უძველესია და მას დიდი ტრადიციები აქვს. აქედან და გათამაშების ცხრილიდან გამომდინარე "ზვანის არენაზე" დღეს გამართული შერკინება სტუმრებისათვის გადამწყვეტი იყო, ან შეინარჩუნებდნენ შანსს, თუნდაც თეორიულს ლიგაში დარჩენის, ან გავარდებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ "ხულიგანამ" ყველაფერი გააკეთა ამისათვის, მაგრამ მასპინძელთა ჟინმა და თავგანწირვამ სტუმრებს ამის შესაძლებლობა არ მისცა.

საბოლოოდ მასპინძლებმა დაძაბულ მატჩში 25-22 გაიმარჯვეს და მეტოქე უკან ერთი კინკილა ქულის ამარა გაუშვეს.

დღევანდელ მატჩში სამწუხარო ისაა, რომ მასპინძლებმა პრემიალური ქულის აღება ვერ შეძლეს, რაც მათ კიდევ უფრო დაუახლოვებდა მიმდინარე სეზონის მიზანს მეოთხე ადგილს, სადაც ქუტაისის "არესისათვის" მოულოდნელად მომგები კიკეთელები კიდევ უფრო მყარად განთავსდნენ.

მომდევნო მე-13 ტურის მატჩში ოზურგეთელები კიდევ ერთ გადარჩენისათვის მებრძოლ "ივერიას" ესტუმრებიან, ეს 31 მარტს თბილისში მოხდება და გამარჯვების შემთხვევაში ერთი ადგილით წინ უცილობლად წაიწევენ რადგან მეექ ვსე ადგიულოსან "არწივების" წინ მყოფი მეხუთე ადგილოსანი "დინამო" მეოთხეადგილოსან "იუნკრებს" უმასპინძლებს.

საქართველოს პირველობა 2017-18 * პირველი ლიგა

 

18/03

კლუბი   ქალაქი

+პ

+ნ

-დ

გატ:გაშ

სხვ

1

ვეფხვები  პატარძეული

12

10

0

2

8

2

0

493:118

+375

50

2

ყოჩები  ბოლნისი

12

10

1

1

5

0

0

383:190

+193

47

3

არესი  ქუთაისი

12

8

1

3

4

3

0

328:172

+156

41

4

იუნკერები  კიკეთი

12

5

1

6

2

1

0

291:297

-6

25

5

დინამო  თბილისი

12

4

1

7

2

3

0

221:263

-42

23

6

არწივები  ოზურგეთი

12

4

1

7

1

1

0

202:330

-128

20

7

ივერია  თბილის

12

3

0

9

1

1

0

230:437

-207

14

8

ხულიგანა  თბილისი

12

1

1

10

0

3

0

182:523

-341

9

^ უკეთესი პირისპირ ბალანსით,  %  ნაკლები თამაშის გამო   განრიგი (ა4)   განაცხადები.xls

18/03 @ 20.50

ქულათა ნიხრი      ბაზისი: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0    +1 ბონუსი = პრემია ან ნუგეში
პრემია მხოლოდ მოგებულს, თუ მეტოქეს [მინიმუმ] სამით მეტ ლელოს გაუტანს
ნუგეში მხოლოდ წაგებულს, თუ 8 ქულაზე ნაკლებით [გარდასახული ლელოს ფარგალში] დამარცხდება
ფრეზე ბონუსი არავის ერგება.  სისტემა ქართულია: განსხვავდება ფრანგული და დანარჩენი მსოფლიოს ნიხრებისგან

'.$TEXT['print'].'