რა დანაშაულებში იყვნენ ბრალდებულნი "ქართული მარშის" წევრები წარსულში
ავტორი: გურიის მოამბე
რა დანაშაულებში იყვნენ ბრალდებულნი "ქართული მარშის" წევრები წარსულში
შინაგან საქმეთა სამინისტრომ "რუსთავი 2"-თან 17 მარტს გამართულ აქციაზემომხდარი ინციდენტის გამო "ქართული მარშის" 5 წევრი დააკავა. დაკავებულებს გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ხულიგნობას ედავება, რაც 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დაკავებულები არიან: ლადო სადღობელაშვილი, მიხეილ ამისულაშვილი, ლუკა ნაცვლიშვილი, გიორგი ონიანი და ირაკლი დოლენჯაშვილი.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ორგანიზაციის წევრების ქმედებით გამოძიება დაინტერესდა. ყველას ახსოვს, რამდენიმე თვის წინ თათია დოლიძის მიმართ "ქართული მარშის" ორგანიზატორთა და მხარდამჭერთა ნაწილის მხრიდან "ფეისბუქში" გამოთქმული შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი კომენტარები. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, შს სამინისტროს თბილისის მთავარმა სამმართველომ გამოძიება დაიწყო. გამოძიების ფარგლებში თათია დოლიძე და გია კორკოტაშვილი დაიკითხნენ.

ქართული მარშის" წევრებს სხვადასხვა სიმძიმის დანაშაულისთვის წარსულშიც ჰქონდათ ბრალი წაყენებული. Ambebi.ge-ს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, 

მიხეილ ამისულაშვილს ბრალი ხუთჯერ აქვს წარდგენილი:

1985 წელს ბრალი წარედგინა სსკ-ის 117-ე მუხლით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება)

1992 წელს ბრალი წარედგინა სსკ-ის 236-ე მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება)

2013 წელს გასამართლდა სსკ-ის 125-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის (ცემა), ასევე ცემის მუხლით იყო ბრალდებული და გასამართლდა 2015 წელსაც.

2018 წლის 20 მარტს "რუსთავი 2"-თან, აქციაზე მომხდარი ინციდენტის გამო დააკავეს. გამოძიება მას წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ხულიგნობას ედავება (239-ე მუხლი)

ირაკლი დოლენჯაშვილი:

2009 წელს გასამართლდა სსკ-ის 177-ე მუხლით (ქურდობა)

2016 წელს ბრალი წარედგინა სსკ-ის 151-ე მუხლით (მუქარა)

2017 წელს 500 ლარით დაჯარიმდა ასკ-ის 173-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის გამო (პოლიციის კანონიერ მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობა)

ასევე 2017 წელს ბრალი წარედგინა სსკ-ის 126-ე მუხლით (ძალადობა)

2018 წლის 20 მარტს "რუსთავი 2"-თან, აქციაზე მომხდარი ინციდენტის გამო დააკავეს. გამოძიება მას წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ხულიგნობას ედავება (239-ე მუხლი)

 

გიორგი ონიანი პოლიციის მიერ კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დაჯარიმებულია 6-ჯერ. ხოლო ერთ შემთხვევაში (2015 წელს) მას სასამართლომ 5 დღე-ღამით პატიმრობა მიუსაჯა. ასევე 2015 წელს 250 ლარით დაჯარიმდა ასკ-ის 166-ემუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის (წვრილმანი ხულიგნობა)

რაც შეეხება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულებს:

2009 წელს ბრალი ჰქონდა წარდგენილი სსკ-ის 239-ე მუხლით (ხულიგნობა)

2017 წელს ბრალი წარედგინა სსკ-ის 381-ე მუხლით (შემაკავებელი ორდერის დარღვევა)

ასევე 2017 წელს შემაკავებელი ორდერის დარღვევის გამო შეეფარდა 1 დღე-ღამით პატიმრობა.

2018 წლის 20 მარტს "რუსთავი 2"-თან, აქციაზე მომხდარი ინციდენტის გამო დააკავეს. გამოძიება მას წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ხულიგნობას ედავება (239-ე მუხლი).

ასევე 239-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება გამოძიება ლადო სადღობელაშვილს, რომელიც ასევე 20 მარტს, "რუსთავი 2"-თან მიმდინარე აქციაზე მომხდარი ინციდენტის გამო დააკავეს. მანამდე ის უმეტესად ასკ-ის 173-ე (პოლიციის კანონიერ მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის გამო ჯარიმდებოდა.

რაც შეეხება ლუკა ნაცვლიშვილს, ის პირველად არის დაკავებული "რუსთავი 2"-თან მომხდარი ინციდენტის გამო, სსკ-ის 239-ე და 187-ე მუხლებით (ხულიგნობა, ნივთის დაზიანება).

'.$TEXT['print'].'