ავარია ბახმაროში-შუახნის მამაკაცის მკვლელობისთვის მძღოლს 7 წელი მიესაჯა
ავტორი: გურიის მოამბე
ავარია ბახმაროში-შუახნის მამაკაცის მკვლელობისთვის მძღოლს 7 წელი მიესაჯა

ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში, ბახმაროში მომხდარი ავარიის შედეგად  მამაკაცის გარდაცავალების საქმეზე დაკავებული მძღოლი გაასამართლეს.

ავტოსაგზაო შემთხვევა, რომლის შედეგად, შუახნის მამაკაცი გარდაიცვალა, კურორტზე გასული წლის ზაფხულში მოხდა.

40 წლის მამაკაცს, რომელიც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ბრალდებით დააკავეს, სასამართლომ 7 წლის და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წლის 5 აგვისტოს დაახლოებით 21 საათზე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კურორტ ბახმაროში,სანატორიუმის ქუჩაზე  ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა გ.კ.- მ, რომელიც  თავისი კუთვნილი ავტომობილით ,,ოპელ ვექტრა“-თი მოძრაობდა, ვერ უზრუნველყო ავტომობილით მოძრაობის უსაფრთხოება და ქვეითად მოსიარულე ბადრი კოპლატაძეს შეეჯახა. მამაკაცი  მიღებული დაზიანებებით ადგილზევე გარდაიცვალა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ჩატარდა სასამართლო-სამედიცინო, ტრანსოლოგიური, ავტოტექნიკური, ტოქსიკოლოგიური და სხვა სახის ექსპერტიზები. ბრალდებულს ჩაუტარდა ალკოტესტი.

ბრალდებულმა გ.კ.-მ თავი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრლადებაში, აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული.

ბრადებული სასამართლო სხდომის დარბაზშივე დააკავეს.

 

 

'.$TEXT['print'].'