"ბახმარომ" ჩხოროწყუში იმარჯვა "გურიამ" თბილისში
ავტორი: გურიის მოამბე
"ბახმარომ" ჩხოროწყუში იმარჯვა "გურიამ" თბილისში

საქართველოს ფეხბურთელთა პირველობის მორიგი, მეხუთე ტურის მატჩები გაიმართა დღეს, მესამე ლიგაში, სადაც გურიიდან ლანჩხუთის "გურია" და ჩოხატაურის "ბახმარო" ასპარეზობენ.

სასიამოვნოა, რომ ორთავე კლუბმა შეძლო გამარჯვების მოპოვება, ჩოხატაურმა ჩხოროწყუში ადგილობრივი "სამეგრელო" 2-1 დაამარცხა, ხოლო ლანჩხუთის "გურიამ" თბილისის "მარკ სტარსი" 3-2.

ამ გამარჯვებით ჩოხატაური ლიდერთა სამეულში დამკვიდრდა, ლანჩხუთი კი ლიდერებს მიუახლოვდა.

მორიგი, მე-6 ტურის მატჩები 3 აპრილს გაიმართება, "ბახმარო" საკუთარ "ბორის პაიჭაძეზე" გორის "გორს" მიიღებს, "გურია" კი "ევგრაფი შევარდნაძეზე" ხონის "იმერეთს" დაუხვდება.

 

ადგ.კლუბითამაშიმოგებაფრეწაგებაგატანილიმიღებული±ქულა
1.   საბურთალო 2 5 5 0 0 7 1 +6  15  
2.   ბახმარო 5 4 1 0 8 4 +4  13  
3.   გორი 4 4 0 0 7 1 +6  12
4.   გურია 5 3 1 1 9 5 +4  10
5.   გარდაბანი 5 3 1 1 6 4 +2  10  
6.   ზუგდიდი 4 3 0 1 9 4 +5  9
7.   კოლხეთი ხობი 5 3 0 2 7 3 +4  9  
8.   მეშახტე 5 3 0 2 5 8 -3  9  
9.   სამეგრელო 5 2 1 2 9 5 +4  7
10.   ჭიათურა 5 2 1 2 5 4 +1  7
11.   ბეთლემი 4 2 1 1 3 3 0  7
12.   არაგვი 4 2 0 2 7 3 +4  6
13.   მარკ სტარსი 5 2 0 3 5 8 -3  6
14.   ალგეთი 4 1 1 2 5 8 -3 4
15.   ვარკეთილი 4 1 0 3 6 8 -2 3  
16.   იმერეთი 4 0 1 3 3 7 -4 1  
17.   მაჭახელა 5 0 1 4 0 6 -6 1
18.   სულორი 4 0 1 3 2 9 -7 1  
19.   სამგურალი 2 4 0 0 4 4 9 -5 0  
20.   ბორჯომი 4 0 0 4 1 8 -7 0  

 

 

'.$TEXT['print'].'