ოზურგეთში რაგბის ფესტივალი მიმდინარეობს
ავტორი: გურიის მოამბე
ოზურგეთში რაგბის ფესტივალი მიმდინარეობს

ოზურგეთის სარაგბო "ზვანის არენა" ამ წუთებში რაგბის ფესტივალს მასპინძლობს.

როგორც "გურიის მოამბეს" ოზურგეთის რაგბის თემის ხელმძღვანელმა, ფესტივალის ორგანიზატორმა, თენგიზ კალანდაძემ განუცხადა, ფესტივალში 30-მდე საბავშვო კლუბი მონაწილეობს აჭარიდან, სამეგრელოდან და გურიიდან.

ბათუმის, ჩაქვის, ხელვაჩაურის, ქედის, ზუგდიდის, ლანჩხუთის და სხვა რაიონების 300-მდე 2004-2005 წლებში დაბადებული ბავშვები ერთმანეთს ფესტივალის განსაზღვრულ დროში, ოდნავ შეცვლილიო წესებით ეპაექრებიან.

პარალელურად ფესტივალი ქუთაისშიც მიმდინარეობს, სადაც იმერეთის რეგიონის ბავშვები მონაწილეობენ.

შეჯიბრი ერთდღიანია და დღეს დამთავრდება.

'.$TEXT['print'].'