ჩოხატაურის "ბახმარო" ლიდერებში დასაბრუნებლად დღეს "შატილიდან" იბრძოლებს
ავტორი: გურიის მოამბე
ჩოხატაურის "ბახმარო" ლიდერებში დასაბრუნებლად დღეს "შატილიდან" იბრძოლებს

საქართველოს ფეხბურთელთა პირველობის მესამე ლიგაში მონაწილე ჩოხატაურის "ბახმარო", მორიგი, მეშვიდე ტურის მატჩს, დღეს, თბილისში, "შატილზე" მარნეულის "ალგეთთან" გამართავს და გამარჯვების შემთხვევაში მეორე ადგილს "გორთან" გაიყოფს, ხოლო დღეისათვის ჯგუფის ერთპიროვნულ ლიდერთან, "ზუგდიდთან" ჩამორჩენას ერთ ქულამდე დაიყვანს.

შეხვედრა 15 საათზე დაიწყება.შეხვედრის მთავარი მსაჯი გლუშჩუკი იქნება, "ბახმაროს" კი დისკვალიფიცირებულები - კეკელიძე და დემიანოსი ვერ დაეხმარებიან.

რაც შეეხება ამავე ლიგაში მოასპარეზე ლანჩხუთის "გურიას". მან მეშვიდე ტურის მატჩი გუშინ, საჩხერეში, ნომინალურ მასპინძელთან, "ჭიათურასთან" გამართა და დაძაბულ და უხეშობით გამორჩეულ თამაშში უგოლო ფრეს დასჯერდა. მატჩის არბიტრ ავაზაშვილს 7 ყვითელი ბარათის გამოყენება მოუწია, აქედან სამი მასპინძლებს ერგოთ, 4 კი სტუმრებს.

შესაბამისად ლანჩხუთის "გურია" 4 მოგება, ორი ფრე და ერთი მარცხი, 20 გუნდა მესამე ლიგაში მეხუთე ადგილზე იმყოფება 14 ქულით.

ამდენივე ქულა ოღონდ ერთი თამაშით ნაკლები აქვს "ბახმაროს" და ის, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, დღეს "შატილზე" თუ გამარჯვებას მოახერხებს, მეორე ადგილზე 17 ქულით მყოფ "გორს" წამოეწევა, სხვათაშორის "გორი" ჩოხატაურელებმა, წინა, მეექვსე ტურში, საკუთარ "ბორის პაიჭაძეზე" 3 აპრილს მიიღეს და ფრედ 1-1 ითამაშეს.

მასპინძლები შარაშენიძის 26-ე წუთზე გატანილი გოლით მოგებასთან ძალიან ხლოს იყვნენ, თუმცა გორელებმა დამატებულ წუთებზე (92-ე) ბალიაშვილის გოლით სახლში ქულის წაღება მოახერხეს.

ადგ.კლუბითამაშიმოგებაფრეწაგებაგატანილიმიღებული±ქულაშემდეგი თამაში
1.   ზუგდიდი 7 6 0 1 17 4 +13 18  
2.   გორი 7 5 2 0 15 2 +13 17  
3.   საბურთალო 2 7 5 1 1 9 4 +5 16  
4.   კოლხეთი ხობი 7 5 0 2 12 5 +7 15  
5.   გურია 7 4 2 1 10 5 +5 14  
6.   ბახმარო 6 4 2 0 9 5 +4 14  
7.   გარდაბანი 7 4 1 2 9 7 +2 13  
8.   სამეგრელო 7 3 2 2 13 8 +5 11  
9.   ჭიათურა 7 3 2 2 7 4 +3 11  
10.   ბეთლემი 6 3 2 1 6 5 +1 11  
11.   მეშახტე 7 3 1 3 7 11 -4 10  
12.   იმერეთი 7 2 1 4 8 10 -2 7  
13.   მარკ სტარსი 7 2 1 4 5 10 -5 7  
14.   არაგვი 6 2 0 4 7 7 0 6  
15.   ბორჯომი 6 2 0 4 9 10 -1 6  
16.   ვარკეთილი 7 1 1 5 9 14 -5 4  
17.   ალგეთი 6 1 1 4 6 12 -6 4  
18.   სულორი 6 1 1 4 3 16 -13 4  
19.   მაჭახელა 7 0 2 5 2 9 -7 2  
20.   სამგურალი 2 7 0 0 7 6 21 -15 0  

 

 

'.$TEXT['print'].'