უშიშროებამ შრომის მიწებზე გამოძიება დაიწყო
ავტორი: გურიის მოამბე
უშიშროებამ შრომის მიწებზე გამოძიება დაიწყო

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარედგინა განცხადება (განმცხადებელი:: საქართველოს სახელმწიფო

უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო (დეპარტამენტი)// მესაკუთრე/მოსარგებლე:: ლაშა

მგელაძე/33001015899/ ). განცხადებით მოთხოვნილია ყადაღის წარმოშობის რეგისტრაცია

უთხრეს "გურიის მოამბეს" იუსტიციის სამინისტროში.

იგივე უწყებიდან მოგვაწოდეს ამ ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

სავარაუდოდ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ შრომის მიწებთან დაკავშირებით გამოძიება ამ დღეებში დაიწყო.

ამ ეტაპზე უცნობია მიწის მფლობელი, ლაშა მგელაძე დაკითხა თუ არა უშიშროებამ.

ცნობისათვის; საუბარია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის შრომის თემის მიწებზე ურეკის შავიზღვისპირა ზოლში (ჩირეში).

შრომის საჯარო სკოლების ასამდე პედაგოგი მიიჩნევს, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა, მათი კუთვნილი მიწები ისე გაასხვისა, რომ მათთვის არანაირი ინფორმაცია არ მიუწოდებიათ.

პედაგოგები ოზურგეთის მაშინდელ ხელმძღვანელობას კორუფციაში ადანაშაულებენ და მიწების დაბრუნებას სასამართლოს გზით ცდილობენ.

აღსანიშნავია, რომ სანამ თბილისის საქალაქო სასამართლო აღნიშნულ მიწის ნაკვეთებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მოთხოვნით დააყადაღებდა, მანამდე იგივე ნაკვეთი ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ პედაგოგების მოთხოვნით დააყადაღა.

'.$TEXT['print'].'