სირიაზე იერიშში გამოყენებული ძალები და დაბომბილი ობიექტები
ავტორი: გურიის მოამბე
სირიაზე იერიშში გამოყენებული ძალები და დაბომბილი ობიექტები
მსოფლიო მედია სირიაში აშშ-ის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის კოალიციის მიერ განხორციელებული ავიაიერიშის მონაცემებს აქვეყნებს.

მათი მონაცემებით, ავიაიერიშში მონაწილეობდნენ:

1. აშშ-ის სამი სამხედრო გემი, რომლებმაც ფრთოსანი რაკეტა "ტომოჰავკები" გაუშვეს";

2. ბობმბდამშენები B-1;

3. ფრანგული და ბრიტანული სამხედრო თვითმფრინავები, რომელთაც შორი მოქმედების რაკეტები გაუშვეს;

4. დიდი ბრიტანეთის წყალქვეშა ნავი, რომელმაც ფრთოსანი რაკეტები გაუშვა.

მედიაში ქვეყნდება იმ ობიექტთა სია, რომლის მიმართულებითაც იქნა განხორციელებული შეტევა:

1. რესპუბლიკური გვარდიის შტაბი. ბატალიონი 105 (დამასკო)

2. ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა (დამასკო მთა კასიუნი)

3. აეროპორტი მეზა (დამასკო)

4. აეროპორტი ად-დუმეირი (აღმოსავლეთ გუტა)

5. სამხედრო-სამეცნიერო ცენტრი ბარზაში (დამასკოს რაიონი)

6. სამეცნიერო ცენტრის შტაბ-ბინა (ჯამრაია, დამასკოს გარეუბანი)

7. სპეცრაზმის ბატალიონი N41 (დამასკოს მახლობლად)

8. სამხედრო ქვედანაყოფი კალამუნში (დამასკოს ჩრდილოეთით)

9. სამხედრო ობიექტი კისვეში

10. სამხედრო საწყობები ხომსაში.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, შეტევისას გამოყენებული იყო ასამდე ფრთოსანი რაკეტა. დაჭრილია 3 ადამიანი. ინფორმაცია, თუ რა ზიანი მიადგა ობიექტებს, ჯერ არ გამოქვეყნებულა. სხვადასხვა მონაცემი სახელდება სირიის თავადცვის სისტემების მეირ ჩამოგდებული რაკეტების შესახებ - დასავლეთის მონიტორინგის სამსახურები საუბრობენ 16, ხოლო რუსული და სირიული მონაცემებით 71 ჩამოგდებულ რაკეტაზე.

'.$TEXT['print'].'