რა ანაზღაურება აქვთ საქართველოში ახალდასაქმებულებს
ავტორი: გურიის მოამბე
რა ანაზღაურება აქვთ საქართველოში ახალდასაქმებულებს

საქართველოს  მაცხოვრებლებს შორის საშუალოდ რა ასაკში ხდება დასაქმება და რამდენს შეადგენდა მათი პირველი ანაზღაურება, ამ თემაზე ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფმა კვლევა ჩაატარა.

ეისითის“ კვლევის თანახმად, საქართველოში  პირველი საშუალო ხელფასი 301 ლარია. კვლევის მიხედვით, კაცების საშუალო პირველი ხელფასი, ქალების საშუალო ხელფასს 83 ლარით აღემატება. კერძოდ, კაცების პირველი საშუალო ხელფასი - 343 ლარი; ქალების კი -260 ლარი.

45-54 ასაკობრივი ჯგუფის ქართველებმა საშუალოდ 22 წლიდან დაიწყეს მუშაობა, მაშინ, როდესაც დღეის მდგომარეობით, სამსახურის დაწყების ასაკი შემცირებულია – 18-24 ასაკობრივ კატეგორიაში დასაქმების ასაკი საშუალოდ 18 წლიდან იწყება.

კვლევა  შემთხვევითი შერჩევის გზით 403 ზრდასრულ საქართველოს მოქალაქეს  შორის, 2018 წლის 12 თებერვლიდან 14 თებერვლის პერიოდში ჩატარდა.

'.$TEXT['print'].'