რატომ აქვს ადამიანს მიდრეკილება ალკოჰოლისა და ტკბილეულის მიმართ
ავტორი: გურიის მოამბე
რატომ აქვს ადამიანს მიდრეკილება ალკოჰოლისა და ტკბილეულის მიმართ

მეცნიერების დასკვნით, ადამიანის გენი FGF21 განსაზღვრავს, რა რაოდენობის ალკოჰოლსა და ტკბილეულს იღებს ადამიანი. კვლევის შედეგები ჟურნალ Cell Reports-ში გამოქვენდა.

მკვლევარებმა ნახევარმილიონამდე ადამიანის მონაცემები გამოიკვლიეს, რომელთაც სისხლის, ნერწყვისა და შარდის ანალიზები ჩააბარეს. გაირკვა, რომ გენი FGF21-ის მქონე ადამიანების სხვებთან შედარებით უფრო ხშირად მიირთმევენ ტკბილეულსა და იღებენ ალკოჰოლურ სასმელებს. ამასთან, ამ ადამიანებს სიმსუქნის საშუალოზე დაბალი დონე აღენიშნებოდათ.

მეცნიერებმა ასევე დაადგინეს, რომ გენი FGF21-ის ზოგიერთი მუტაცია აღნიშნული საკვებისადმი გადამეტებულ მოთხოვნილებასაც იწვევს. ასეთ ადამიანებს მაღალი არტერიული წნევა აღენიშნებათ.

ითვლება, რომ გენი FGF21-ი ადამიანის მადაზეა პპასუხისმგებელი. მას ღვიძლის უჯრედები გამოყოფენ და იგი ინსულინისადმი მგრძნობელობას განსაზღვრავს. როგორც მეცნიერები აცხადებენ, გენი FGF21-ი პირდაპირ მოქმედებს ადამიანის ტვინში არსებულ "სიამოვნებათა ცენტრზე" და მის მუშაობას ცვლის.

'.$TEXT['print'].'