ურეკი და ქობულეთი, შესაძლოა, ერთმანეთს ტრამვაის ხაზით დაუკავშირდეს
ავტორი: გურიის მოამბე
ურეკი და ქობულეთი, შესაძლოა, ერთმანეთს ტრამვაის ხაზით დაუკავშირდეს

ურეკი და ქობულეთი შესაძლოა ერთმანეთს ტრამვაის ხაზით დაუკავშირდეს. აღნიშნულის შესახებ ურეკი-შეკვეთილის ტურისტულ-სარეკრეაციო კომპლექსის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაშია ნათქვამი. გეგმის თანახმად, მოსაზღვრე ქ. ქობულეთის დ. აღმაშენებლის ქუჩა ურეკი-შეკვეთილის ტურისტულ-სარეკრეციო კომპლექსის ტერიტორიაზე გრძელდება, როგორც არტერიული ქუჩა. ტურისტულ-სარეკრეციო კომპლექსის განვითარების პარალელურად, აღნიშნული ქუჩა შესაძლებელია, გახდეს ქობულეთსა და ურეკს შორის დამაკავშირებელი მთავარი სატრანსპორტო ქუჩა, რამაც შესაძლებელია, შექმნას წინაპირობა მასზე ტრამვაის განვითარებისა. 

ურეკი-შეკვეთილის ტურისტულ-სარეკრეციო კომპლექსის ტერიტორიასა და წვერმაღალას შორის კი სავარაუდოდ განვითარდება საბაგრო გზა

ურეკი-შეკვეთილის ტურისტულ-სარეკრეაციო კომპლექსი მდებარეობს დასავლეთ საქართველოში, გურიის მხარის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის შავიზღვისპირა ტერიტორიაზე. ეს არის საკურორტო ზონა, რომელიც ჯამში 1538 ჰექტარ ტერიტორიას მოიცავს. 

'.$TEXT['print'].'