1 დაღუპული და 5 დაშავებული-ოზურგეთში ავტომანქანა გზიდან გადავარდა
ავტორი: გურიის მოამბე
1 დაღუპული და 5 დაშავებული-ოზურგეთში ავტომანქანა გზიდან გადავარდა

რამდენიმე წუთის წინ, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ოზურგეთი-ბაილეთის დამაკავშირებელ გზაზე. 

ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით მსუბუქი ავტომანქანა, გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. 

შემთხვევის შედეგად ერთი მოზარდია დაღუპული, 5 დაშავებულიდან კი, სამი მძიმე მდგომარეობაშია. 

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ოზურგეთის "სამედიცინო ცენტრში" გადაიყვანა. 

ამ წუთებში "გურიის მოამბე" შემთხვევის სხვა დეტალების დადგენას ცდილობს. 

'.$TEXT['print'].'