ავარიის დროს დაშავებული 4 წლის ბავშვი მართვით სუნთქვაზე იმყოფება
ავტორი: გურიის მოამბე
ავარიის დროს დაშავებული 4 წლის ბავშვი მართვით სუნთქვაზე იმყოფება

დაახლოებით ერთი საათის წინ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაილეთში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული 4 წლის ბავშვის მდგომარეობა უმძიმესია. 

როგორც ოზურგეთის სამედიცინო ცენტრის მედპერსონალი ჩვენტან საუბრისას აღნიშნავს, ბავშვი მართვით სუნთქვაზე იმყოფება და მისი ქუთაისში  გადაყვანა რამდენიმე წუთში რეფერალური სამსახურის მიერ მოხდება.

მძიმეა ასევე ორი დაშავებულის მდგომარეობა, ისინი სტაციონალურ მკურნალობას გადიან. 

ორი გოგონა კი, პირველადი დახმარების აღმოჩენის შემდეგ ბინაზე გაწერეს. 

ცნობისთვის, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს "ოპელის" მარკის ავტომანქანაში ერთი ოჯახის 6 წევრი, დედა და მისი ხუთი შვილი იმყოფებოდნენ. 

ავტომანქანის სავალი გზიდან გადავარდნის შემდეგ, 13 წლის გოგონა ადგილზე გარდაიცვალა. 

ჩხარტიშვილების ოჯახი სოფელ ბაილეთიდან ახალსოფელში, საკუთარ სახლში ბრუნდებოდა.

 

'.$TEXT['print'].'