"...მის გადაყენებას სჭირდება 50 დეპუტატის ხელმოწერა.... ურჩევნია, დეპუტატებთან ურთიერთობით დაკავდეს"
ავტორი: გურიის მოამბე
"...მის გადაყენებას სჭირდება 50 დეპუტატის ხელმოწერა.... ურჩევნია, დეპუტატებთან ურთიერთობით დაკავდეს"

ვინც არ დაასრულებს საუბარს იმის შესახებ, რომ ვიღაცებმა დისციპლინა დაარღვიეს, მათი პოლიტიკური ცხოვრება დამთავრდება და დამთავრდება საკმაოდ წარუმატებლად - აცხადებს უმრავლესობის წევრი დავით ჭიჭინაძე:

“ადამიანები, ვინც ვერ გრძნობენ, თუ რა ხდება გარეთ და არ არიან მიმდინარე მოვლენებისადმი ადეკვატური, ყოველთვის გარიყული იქნებიან პოლიტიკური ცხოვრებიდან. მე არ მითქვამს, რომ ირაკლი კობახიძე დაკავებული თანამდებობიდან უნდა გადადგეს. ეს ადამიანი თავად ამბობს, რომ მის გადაყენებას სჭირდება 50 დეპუტატის ხელმოწერა. დაუთვლია კიდეც და არითმეტიკით არის დაკავებული. თუმცა არითმეტიკით დაკავებას ურჩევნია, დეპუტატებთან ურთიერთობით დაკავდეს”, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

'.$TEXT['print'].'