ფარული მოლაპარაკებები უმრავლესობაში -„მორალური უფლება არ აქვთ, მდინარაძეს და თალაკვაძეს...“
ავტორი: გურიის მოამბე
ფარული მოლაპარაკებები უმრავლესობაში -„მორალური უფლება არ აქვთ, მდინარაძეს და თალაკვაძეს...“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ უმრავლესობის წევრები ე.წ. „ახლები“ ფარულ მოლაპარაკებებს მართავენ. ჭიჭინაძის თქმით თალაკვაძეს და მდინარაძეს თანამდებობების დაკავების მორალური უფლება არ აქვთ:

„როგორი ასატანია, პრემიერ-მინისტრს უპირისპირდებოდნენ ისეთი დეპუტატები,რომლებსაც ერთი აგურიც არ დაუდიათ „ქართული ოცნების“ გამარჯვებაში, მათ ადგილას ჯოხებიც რომ დაგვეყენებინა, დეპუტატები გახდებოდნენ და უფრო კარგ ფუნქციას შეასრულებდნენ, დაეყრდნობოდი მაინც, ან ტანსაცმელს ჩამოკიდებდი. ესენი კი მხოლოდ პირადი ინტერესების დაკმაყოფილებაზე არიან გადასულები. ისინი ფარულ მოლაპარაკებებს მართავენ, ქალაქი ძალიან პატარაა და მათი საქმიანობების შესახებ ინფორმაციები ჩვენამდეც აღწევს. სადაც არ უნდა წახვიდე და ვისაც არ უნდა შეხვდე, მაგ ადამიანების მიმართ პოზიტიური განწყობა არავის აქვს. ჩემთვის აღმაშფოთებელია იმ ადამიანის წინააღმდეგ გალაშქრება, რომელმაც საკმაოდ დიდი როლი ითამაშა 2016-2017 წლის არჩევნებში გამარჯვებაში, ვგულისხმობ გიორგი კვირიკაშვილს. ვფიქრობ მათ არანაირი მორალური უფლება არ აქვთ, მდინარაძეს და თალაკვაძეს, ფრაქციის თავჯდომარე და მისი მოადგილის პოსტი ეკავოთ. თუ მათ კვირიკაშვილი არ მოსწონთ, შეუძლიათ თვიანთი ადგილი ამ ცხოვრებაში დამოუკიდებლად იპოვონ. მახსოვს, ბევრი მათგანი „ნაცმოძრაობასთან“ კარგად ძოვდა და ადგილსაც პოულობდა“ - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ „ალიასთან“ ინტერვიუში.

'.$TEXT['print'].'