ოზურგეთის მერმა წარმატებული მოსწავლეები დააჯილდოვა
ავტორი: გურიის მოამბე
ოზურგეთის მერმა წარმატებული მოსწავლეები დააჯილდოვა
 დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი, კონსტანტინე შარაშენიძე იმ წარმატებულ მოსწავლეებს შეხვდა, რომლებმაც გამარჯვება რეგიონალურ, რესპუბლიკურ , ასევე საერთაშორისო კონკურსებსა და პროექტებში მოიპოვეს.
N1 საჯარო სკოლიდან - ქეთევან ქობულაძე, სალომე ჩავლეშვილი, აკაკი ზღულაძე, N2-ე საჯარო სკოლიდან - მარიამ სამსონია, ნიკოლოზ შაფაქიძე, ზურაბ ვაშალომიძე, N4-ე საჯარო სკოლიდან - ირინა ქავჟარაძე, სოფელ ბოხვაურის საჯარო სკოლიდან - ხატია გოგელია, დაბა ლაითურის საჯარო სკოლიდან - ანა თუთისანი და მარიამ ჩხარტიშვილი ოზურგეთის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ წიგნების მაღაზია ,,ბიბლუსის“ ვაუჩერებით დაასაჩუქრა.
,,მოხარული ვარ, რომ ჩვენს მუნიციპალიტეტში ასეთი წარმატებული და ნიჭიერი ბავშვები სწავლობენ, რომლებიც განათლებასა და თვითგანვითარებაზე არიან ორიენტირებულები. მათ აქვთ ჯანსაღი ამბიციები და წარმატების მიღწევის დიდი სურვილი. ჩვენ მზად ვართ ხელი შევუწყოთ მათი ინიციატივების განხორციელებას. ეს გახლდათ წარმატებულ მოსწავლეთა წახალისების პირველი ეტაპი და მუნიციპალიტეტი მათ დაჯილდოვებას მომავალშიც გააგრძელებს “- აღნიშნა ოზურგეთის მერმა, კონსტანტინე შარაშენიძემ. შეხვედრას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ლელა იმედაშვილი და საჯარო სკოლების დირექტორები დაესწრნენ. 
'.$TEXT['print'].'